Donation
Israel Ambassador Ran Gidors visit at Firefly World
27/02/2020
27/02/2020
Israel Ambassador Ran Gidors visit at Firefly World

დღეს ისრაელის ელჩი რან გიდორი ბავშვთა ჰოსპისს "ციცინათელების ქვეყანა"- ს ეწვია. დირექტორმა, მამუკა მახათაძემ და გამგეობის წევრმა ნინო კიკნაძემ ელჩს ჰოსპისის მისია და ფუნქციები გააცნეს. ისრაელის საელჩო და მაშავი (MASHAV - Israel's Internationale Development Agency) აქტიურად თანამშრომლობენ ქართველ პარტნიორებთან განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების მკურნალობის მიმართულებით და მომავალშიც გააგრძელებენ ასეთი მნიშვნელოვანი აქტივობებისა და პროექტების მხარდაჭერას.