დონაცია
მისია
ჩვენი მიზანია პალიატიური მზრუნველობის საჭიროების მქონე ბავშვთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, როგორც მათ სხეულზე, გონებასა და სულიერ მდგომარეობაზე აქტიური და ყოველმხრივი ზრუნვის, ისე მათი ოჯახის წევრების თანადგომისა და დახმარების გზით.
ისტორია

ბავშვთა ჰოსპისის მშენებლობის იდეა 2013 წელს ჩატარებული კვლევის შემდეგ გაჩნდა. მაშინ კვლევამ აჩვენა, რომ ყოველწლიურად პალიატიური დახმარება 18 წლამდე ასაკის 839 ბავშვს სჭირდება.

2015  წლიდან ფონდღია საზოგადოება საქართველოს" მხარდაჭერით, ორგანიზაცია ააიპბავშვთა ჰოსპისი", საქართველოში პირველად ახორციელებს შინ ზრუნვას 0-18 წლამდე პალიატიური მზრუნველობის საჭიროების მქონე ბავშვებისთვის. სერვისი არის უფასო! შინ ზრუნვის სამსახურის  ოფისი სრულიად უფასოდ უზრუნველყო სამედიცინო კორპორაცია „ევექსმა"

შინ ზრუნვის სამსახურმა დაიწყო მუშაობა პალიატიური მზრუნველობის საჭიროების მქონე ბავშვებისთვის. სერვისის მთავარი მიზანი იყო  ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, იმ ბავშვებისთვის, ვისაც პალიატიური დახმარება ესაჭიროებოდა და ასევე მათი ოჯახის წევრების თანადგომ და დახმარება.

ბავშვთა ჰოსპისის მშენებლობა 2015 წლის ოქტომბერში ფონდღია საზოგადოებასაქართველოს" ინიციატივით და  სამედიცინო კორპორაციაევექსის" პირველი ფინანსური შენატანითა დაიწყო.

2017 წლის 17 იანვარს გაიხსნა  პირველი ბავშვთა ჰოსპისი „ციცინათელების ქვეყანა".

მას შემდეგ ჰოსპისს ასობით დონორი გამოუჩნდა რიგითი მოქალაქეებისა და ბიზნეს-კომპანიების სახით. ერთი წლის განმავლობაში ჰოსპისის მშენებლობისთვის 1 მილიონ ლარზე მეტი შეგროვდა.

ბავშვთა ჰოსპისის პროექტი ბიზნესის, არასამთავრობო სექტორის, პრეზიდენტის და მოქალაქეების თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია.

თბილისის ბავშვთა ჰოსპისი მსოფლიოს ჰოსპისების სტანდარტებს შეესაბამება.

იმ მომენტში, როცა ბავშვები და მათი მშობლები ხვდებიან, რომ სენი განუკურნებელია, პალიატიური მზრუნველობა თამაშობს უდიდეს როლს მათი ფსიქოლოგიური, ფიზიკური და სულიერი მდგომარეობის შემსუბუქებაში. ჰოსპისის გუნდი ცდილობს ბავშვები გააბედნიერონ, შეუმსუბუქონ ტკივილი და აუხდინონ სურვილები.

საქართველოს ჰოსპისის კონცეფცია არჩილ სულაკაურისსალამურას თავგადასავლის" მიხედვით შემუშავდა. სწორედ აქედან მომდინარეობს ჰოსპისის სახელწოდებაციცინათელების ქვეყანა

„ციცინათელების ქვეყანა" სამი ძირითადი მიმართულებით იმუშავებს; 24- საათიანი მომსახურეობა ერთდროულად 12 ბავშვისა და მშობლისთვის; დღის ცენტრი, სადაც ბავშვები და მათი მშობლები დილიდან საღამომდე დაყოვნდებიან საჭირო მომსახურეობის მისაღებად; შინ ზრუნვის სამსახური, რომელიც უკვე ერთი წელია რსებობს და ამ ეტაპზე 30 ბავშვს ემსახურება.


ჩვენი გუნდი
ბავშვთა ჰოსპისის  გუნდში გაერთიანებულნი არიან პროფესიონალები, რომელთაც გავლილი აქვთ შესაბამისი ტრენინგები, როგორც საქართველოში ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.
როგორ ვახორციელებთ ამ სერვისს:
რეკავთ ცხელ ხაზზე 570 707 757
  • ცხელი ხაზის ოპერატორი (რომელიც ჰოსპისში ზის) იწერს დეტალურ ინფორმაციას და აწვდის  გუნდს;
  • ჰოსპისის გუნდი განიხილავს ბავშვის მონაცემებს და არკვევს არის თუ არა მათი პაციენტი;
  • გუნდი შინ ზრუნვის მანქანით მიდის ბავშვთან სახლში:სინჯავს ბავშვს, ამყარებს კომუნიკაციას და უმსუბუქებს ტკივილს
  • ესაუბრება მშობლებს და ცდილობს მათ შეუმსუბუქოს შვილის ავადმყოფობით გამოწვეული მდგომარეობა.