დონაცია
აირჩიეთ თვე
დეკემბერი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
თებერვალი
იანვარი
ოქტომბერი
სექტემბერი
აგვისტო
ნოემბერი
აირჩიეთ წელი
2017
2016
2015
გერმანიის საელჩოს გრანტი ბავშვთა ჰოსპისს
1992 წლიდან გერმანიამ საქართველოს 820 მილიონ ევროზე მეტი დახმარება გაუწია და ამით საქართველოს დონორთა სიაში აშშ-ის შემდეგ მეორე ადგილზეა, განვითარების სფეროში თანამშრომლობის კუთხით. 
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს თბილისში არაერთი პროექტი განუხორციელებია სხვადასხვა მიმართულებით. გერმანიის საელჩოს საგრანტო თანხით, ბავშვთა ჰოსპისის "ციცინათელების ქვეყანა" ადაპტირებულ მიკროავტობუსს შეიძენს, რომელიც განკუთვნილი იქნება დღის ცენტრის ბავშვების ტრანსპორტირებისთვის.
ბავშვთა ჰოსპისის ერთერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს დღის ცენტრის ფუნქციონირება, სადაც ბავშვები დილით მოდიან და საღამომდე ატარებენ დროს. ადაპტირებული მიკროავტობუსის დახმარებით, ჩვენ თავად მოვემსახურებით ყველა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვს.
09/11 2017
პალიატიური მზრუნველობისა და ჰოსპისის საერთაშორისო დღე

პალიატიური მზრუნველობა მრავალპროფილური მზრუნველობაა, რომლის უპირველესი ამოცანაა განუკურნებელი სენით დაავადებული პირებისთვის ტკივილის მოხსნა, მათი სოციალური და ფსიქოლოგიური დახმარება და სულიერი თანადგომის გაწევა. ჰოსპისები კი ის დაწესებულებებია, სადაც ამ ადამიანებს ცხოვრების უკანასკნელ დღეებში, როგორც ფიზიკურ, ასევე სულიერ თანადგომას უწევენ. საქართველოში ჰოსპისის მომსახურეობა ათასობით ადამიანს ესაჭიროება, მაგრამ დღესდღეობით, ჰოსპისებში არსებული საწოლების მწირი რაოდენობა და საკადრო რესურსი დაავადებულთა მზარდ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს. შედეგად, წლის მაძილზე ათასობით დაავადებული ადამიანი მძიმე ფიზიკურ და სულერ მდგომარეობას განიცდის, რაც მათ სრულფასოვან და ღირსეული ცხოვრების გაგრძელების საშვალებას არ აძლევს.

ოქტომბრის  თვის ყოველ მეორე შაბათს, პალიატიური მზრუნველობისა და ჰოსპისების დღე მთელ მსოფლიოში აღინიშნება.   ამ დღესთან დაკავშირბული სლოგანია Universal health Coverage and Palliative Care - Don't leave those suffering behind ( ჯანდაცვის საყოველთაო მოცვა და პალიატიური მზრუნველობა- არ დატოვოთ ტანჯვა არაფრის მიღმა). წელს სხვა ქვეყნებთან ერთად,  ბავშვთა ჰოსპისი "ციცინათელების ქვეყანა" პირველად ერთვება ამ  საერთაშორისო ინიციატივაში, რათა ჩვენი მზრუნველობა და პატივისცემა გამოვხატოთ უკურნებელი სენით დაავადებული ადამიანებისა და მათი ოჯახების მიმართ. ამ დღის აღნიშვნას საქართველოში, 2010 წელიდან , ფონდმა "ღია საზოგადოება-საქართველომ" ჩაუყარა საფუძველი.

14 ოქტომბერს, ეს დღე "ციცინათელების ქვეყანაში" ყველამ ერთად, სტაციონარის, დღის ცენტრის და შინ ზრუნვის ბავშვებმა და მათმა მშობლებმა ერთად აღნიშნეს.

14/10 2017
საქველმოქმედო აუქციონი ბავშვთა ჰოსპისის მხარდასაჭერად

20 სექტემბერს, ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველოს” ორგანიზებით, სასტუმრო "რუმსის" ეზოში ბავშვთა ჰოსპისის მხარდასაჭერი საქველმოქმედო აუქციონი ჩატარდა. აუქციონის შედეგად 30 950 $ და 13 000ლარი (500 ლარი თითოელ ლოტზე საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაემატება) შეგროვდა. აუქციონს ესწრებოდნენ ჰოსპისის მეგობრები, ბიზნესის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

ჰოსპისის პროექტის შესახებ თანამშრომლობის მემორანდუმი 2015 წლის ივნისში გაფორმდა. მშენებლობა 2016 წლის თებერვალში დაიწყო. ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველოსთან" ერთად პროექტის პირველი მხარდამჭერები იყვნენ სამედიცინო კორპორაცია "ევექსი", რომელმაც ჰოსპისს მიწა გადასცა სოფელ დიღომში და საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც მშენებლობის დასაწყებად 100 000 ლარი გამოყო.

21/09 2017
უკრაინის პირველი ლედი :ციცინათელების ქვეყანას" ესტუმრა

დღეს ბავშვთა ჰოსპისს "ციცინათელების ქვეყანას" საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი, უკრაინის პრეზიდენტის მეუღლე, მარინა პოროშენკო ესტუმრა. უკრაინის პირველ ლედის ჰოსპისის მეგობარმა, საქართველოს პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ უმასპინძლა.

სტუმრებს „ციცინათელების ქვეყანა" ჰოსპისის დირექტორმა მამუკა მახათაძემ და ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოს" წარმომადგენელმა ნინო კიკნაძემ დაათვალიერებინეს და მისი შექმნის ისტორია მოუყვნენ.

მარინა პოროშენკომ სურვილი გამოთქვა, ბავშვთა ჰოსპისის შესახებ საქართველოს გამოცდილება უკრაინამ გაიზიაროს და ქართველი სპეციალისტები მსგავსი ტიპის ჰოსპისის შექმნაში უკრაინელებს დაეხმარონ.

18/07 2017
ბავშვთა პალიატიური მზრუნველობის საპატიო ელჩი თბილისში

10-15 ივლისს, ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით, საქართველოში ჩამოვიდა ჯოან მარტსონი - ბავშვთა პალიატიური მზრუნველობის საპატიო ელჩი. 5 დღის განმავლობაში ჯოან მარტსონი გაუძღვა ჰოსპისის სამუშაო პროცესს და ჩაატარა პრაქტიკულ სემინარები ჰოსპისის თანამშრომლებისთვის. მისი დახმარებით მომზადა რეკომენდაციები ბავშვთა პალიატიურ მზრუნველობაში.

ჯოან მარტსონი პალიატიური მზრუნველობის სფეროში 28 წელია მოღვაწეობს. იგი მუშაობდა ბავშვთა ჰოსპისში, ასევე სხვადასხვა ჰუმანიტარულ მისიებში, იყო ბავშვთა საერთაშორისო ქსელის პრეზიდენტი. ჯოან მარტსონს დიდი წვლილი მიუძღვის ქრონიკული სენით დაავადებულ მოზრდილთა და ბავშვთა პოლიტიკის შემუშავებასა და განვითარებაში.

14/07 2017
ავსტრალიის რაგბის ნაკრების კიდევ ერთხელ სტუმრობა

დღეს „ციცინათელების ქვეყანა" კიდევ ერთხელ მოინახულა ავტრალიის რაგბის ნაკრების სრულმა შემადგენლობამ.მათ კიდევ ერთხელ დაათვალიერეს  ჰოსპისი და მოინახულეს ჩვენი ბავშვები, რომლებსაც საჩუქრად თანხა 600 ლარის ოდენობით გადასცეს.  

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატიმსოფლიო რაგბისმიერ ორგანიზებულ ტურნირებს შორის მნიშვნელობით მეორე ადგილზეა (მსოფლიო თასის შემდეგ) და ის წელს მეათედ გაიმართება.ტურნირი პირველად 2008 წელს, 19 და 21-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატების გაერთიანებით დაარსდა და თავდაპირველად მასში 16 გუნდი მონაწილეობდა, 2010 წლიდან კი, მონაწილეთა რაოდენობა 12-მდე შემცირდა, რამაც მისი დონე აამაღლა. 2008 წლიდან დაარსდა მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთაალაფაც’, რომელშიც 8 გუნდი იღებს მონაწილეობას და გამარჯვებული 20-წლამდელთა ჩემპიონატში ბოლოადგილოსანი ნაკრების ადგილს იკავებს. 2017 წელს ჩემპიონატს საქართველო მასპინძლობს და თამაშები 31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით თბილისსა და ქუთაისში გაიმართება. ასეთი მასშტაბისა და მნიშვნელობის ტურნირისთვის ჩვენს ქვეყანას აქამდე არასდროს უმასპინძლია. საქართველოში ითამაშებენ: ინგლისი, ირლანდია, ავსტრალია, უელსი, სამხრეთ აფრიკა, ახალი ზელანდია, არგენტინა, საფრანგეთი, შოტლანდია, საქართველო, იტალია და სამოა. 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორის დღეს, ბავშვთა ჰოსპისს "ციცინათელების ქვეყანასავსტრალიის რაგბის ნაკრები, საქართველოს პირველი ლედი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, მომღერალი ნინო ქათამაძე, ჰოსპისის გამგეობის წევრები და ჰოსპისის მეგობრები ესტუმრნენ. მორაგბეებმა ჰოსპისში მოხატეს კედელი, პირველ ლედისთან და სხვა სტუმრებთან ერთად დარგეს ვარდები და ჩვენს ბავშვებთან ერთად გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები. პირველმა ლედიმ ჰოსპისს საქველმოქმედო აუქციონზე შეძენილი ფერწერული ნამუშევარი უსახსოვრა, რომელიც ,,ვეფხისტყაოსნის,, თემატიკაზეა შექმნილი. ჰოსპისის ხელმძღვანელებმა მაკა ჩიჩუასა, გიორგი აბაშიშვილს და გიორგი ჟურულს ჰოსპისის მეგობრის სიმბოლური სიგელები გადასცეს.

15/06 2017
სტუმრად ავსტრალიის რაგბის ნაკრები, პირველი ლედი, მომღერალი ნინო ქათამაძე და ჰოსპისის მეგობრები
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი ‘მსოფლიო რაგბის’ მიერ ორგანიზებულ ტურნირებს შორის მნიშვნელობით მეორე ადგილზეა (მსოფლიო თასის შემდეგ) და ის წელს მეათედ გაიმართება.ტურნირი პირველად 2008 წელს, 19 და 21-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატების გაერთიანებით დაარსდა და თავდაპირველად მასში 16 გუნდი მონაწილეობდა, 2010 წლიდან კი, მონაწილეთა რაოდენობა 12-მდე შემცირდა, რამაც მისი დონე აამაღლა. 2008 წლიდან დაარსდა მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ‘ალაფაც’, რომელშიც 8 გუნდი იღებს მონაწილეობას და გამარჯვებული 20-წლამდელთა ჩემპიონატში ბოლოადგილოსანი ნაკრების ადგილს იკავებს. 2017 წელს ჩემპიონატს საქართველო მასპინძლობს და თამაშები 31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით თბილისსა და ქუთაისში გაიმართება. ასეთი მასშტაბისა და მნიშვნელობის ტურნირისთვის ჩვენს ქვეყანას აქამდე არასდროს უმასპინძლია. საქართველოში ითამაშებენ: ინგლისი, ირლანდია, ავსტრალია, უელსი, სამხრეთ აფრიკა, ახალი ზელანდია, არგენტინა, საფრანგეთი, შოტლანდია, საქართველო, იტალია და სამოა. 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორის დღეს, ბავშვთა ჰოსპისს "ციცინათელების ქვეყანას” ავსტრალიის რაგბის ნაკრები, საქართველოს პირველი ლედი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, მომღერალი ნინო ქათამაძე, ჰოსპისის გამგეობის წევრები და ჰოსპისის მეგობრები ესტუმრნენ. მორაგბეებმა ჰოსპისში მოხატეს კედელი, პირველ ლედისთან და სხვა სტუმრებთან ერთად დარგეს ვარდები და ჩვენს ბავშვებთან ერთად გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები. პირველმა ლედიმ ჰოსპისს საქველმოქმედო აუქციონზე შეძენილი ფერწერული ნამუშევარი უსახსოვრა, რომელიც ,,ვეფხისტყაოსნის,, თემატიკაზეა შექმნილი. ჰოსპისის ხელმძღვანელებმა მაკა ჩიჩუასა, გიორგი აბაშიშვილს და გიორგი ჟურულს ჰოსპისის მეგობრის სიმბოლური სიგელები გადასცეს.
01/06 2017
"ჰაიდელბერგცემენტის" თანმშრომლები სტუმრად ჰოსპისში

6 აპრილს ბავშვთა ჰოსპისს "ჰაიდელბერგცემენტის" თანმშრომლები და მისი ბიზნეს პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესტუმრნენ. სტუმრებმა დაათვალიერეს ჰოსპისის შენობა, მოინახულეს პაციენტები და დახმარება გაუწიეს ბავშვებს. 2016 წლის ოქტომბერში, ჰაიდელბერგცემენტის მიერ ორგანიზებული თბილისიმარათონი ბავშვთა ჰოსპისს მიეძღვნა. შემოსული თანხა - 43.000 ლარი მშენებლობას და შიდა ინტერიერის დიზაინს მოხმარდა. მშენებლობის პროცესში "ჰაიდელბერგცემენტი” ჩვენს "ციცინათელების ქვეყანას” სამშენებლო მასალითაც დაეხმარა.
07/04 2017
ექიმები სტუმრად "ციცინათელების ქვეყანაში"
დღეს ჰოსპისს ჩვენი გულშემატკივარი ექიმები ეწვივნენ. მარიკა შენგელია და თათა ჯავახაძე - ქალბატონები, რომლებიც არიან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა მშობელთა სახლის შემქნელები; ლალი მარგველაშვილი , გენეტიკოსი, ადამიანი, რომელსაც დიდი როლი აქვს იშვიათ დაავადებებთან ბრძოლაში; სოსოს აბესაძე და რემა ღვამიჩავა - პალიატიური მზრუნველობის სულის ჩამდგმელები, მოზრდილთა ჰოსპისის შემქმნელები და დღეს უკვე, ბატონი რემა ონკოლოგიური საავადმყოფოს ხელმძღვანელი, ფატი ძოწენიძე - ტკივილის გაიდლაინების ავტორი და პალიატიური მზრუნველობის პოლიტიკის დოკუმენტების ავტორი, გურამ კიკნაძე - ადამიანი, რომელმაც შექმნა პაციენტის უფლებების სესახებ კანონმდებლობა და რეგულაციები საქართველოში და ბოლოს ნინო კაციტაძე და მაია უჩანეიშვილი, რომლებსაც დიდი როლი აქვთ ჩვენი შინ ზრუნვის სამსახურის განვითარებაში და ზოგადად, უამრავი ბავშვის გამოჯანმრთელებაში.
24/03 2017
დიახ, მან ეს შეძლო!
ადრეც მოგიყევით ჩვენი 17 წლის ბრიტანელი მოხალისის - მიშა ტოლჩინსკის შესახებ, რომელიც წელს ზაფხულში, ჩვენს შინ ზრუნვის ოფისს 2 კვირით ეწვია . გარდა იმისა, რომ ადგილზე სხვადასხვა საქმეებში დაგვეხმარა, გადაწყვითა ჰოსპისისთვის თანხების მოძიების კამპანია წამოეწყო, რაც საკმაოდ წარმატებულად გამოუვიდა. მიშამ ჩვენს ჰოსპისს 18 000 აშშ დოლარი შეუგროვა. 11 დეკემბერს ქ. კემბრიჯში, მიშას ორგანიზებით, მან, მისმა არაჩვეულებრივმა პატარა მეგობრებმა და მათმა მშობლებმა, რამდენიმე კილომეტრი ირბინეს, რათა მოეზიდათ თანხები ჩვენი ბავშვთა ჰოსპისსთვის. მიშას მიერ მოგროვილი თანხა მოხმარდება "სამყაროს გამოცდილების" ოთახის აღჭურვას.
09/02 2017
თბილისში პირველი ბავშვთა ჰოსპისი გაიხსნა.
17 იანვარს ქ. თბილისში პირველი ბავშვთა ჰოსპისი გაიხსნა. "ციცინათელების ქვეყანა" ოჯახური ტიპის პალიატიური მზრუნველობის დაწესებულებაა, სადაც უფასოდ მოემსახურებიან ქრონიკული და უკურნებელი სენით დაავადებულ ბავშვებს და მათ ოჯახებს. 24 საათიანი მომსახურება ერთდროულად 10 ბავშვისა და მშობლისთვის იქნება შესაძლებელი, იფუნქციონირებს დღის ცენტრი, სადაც ბავშვები და მათი მშობლები დილიდან საღამომდე დაყოვნდებიან, მუშაობას გააგრძელებს უკვე არსებული შინ ზრუნვის სამსახური, რომელსაც ამჟამად 26 პაციენტი ჰყავს.ბავშვთა ჰოსპისისის მშენებლობა 2016 წლის თებერვალში ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს" ინიციატივით, "სამედიცინო კორპორაცია ევექსის" პირველი ფინანსური შენატანით და საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დახმარებით დაიწყო. მას შემდეგ, ჰოსპისს ასობით დონორი გამოუჩნდა რიგითი მოქალაქეების და ბიზნესკომპანიების სახით. ერთი წლის მანძილზე ჰოსპისის მშენელობისთვის 1 მილიონ ლარზე მეტი შეგროვდა. ბავშვთა ჰოსპისის პროექტი მოქალაქეების, ბიზნესის, ჟურნალისტების, არასამთავრობო სექტორის და პრეზიდენტის თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია.თბილისის ბავშვთა ჰოსპისი საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით შეიქმნა და ის სრულიად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტს მომსახურე პერსონალის კვალიფიკაციის, არქიტექტურული დაგეგმარების, სამეციდინო მიდგომის, ინტერიერის და საწოლების რაოდენობის მიხედვით. საქართველოს ჰოსპისის კონცეფცია არჩილ სულაკაურის „სალამურას თავგადასავალის" მიხედვით შემუშავდა. სწორედ ამ კონცეფციის ნაწილია ჰოსპისის სახელწოდება და გარემო, რომელიც ზღაპრულ სამყაროს მოგაგონებთ.
18/01 2017
მწვერვალი „პიკის“ დაპყრობა ბავშვთა ჰოსპისის დასახმარებლად და ბავშვთა ჰოსპისის ნოემბრის თვის მეგობარი

ა.წ 10 ნოემბერს, ჩვენმა მოხალისე კრისტინა სმოლსკაიამ და მისმა მეგობარმა სებასტიანმა მწვერვალი „პიკი" დაიპყრეს, რომლის სიმაღლეც შეადგენს 6200 მეტრს და ჩვენი ჰოსპისის დროშაც გაშალეს. კრისტინა თითქმის ნახევარი წელია ჩვენი შინ ზრუნვის სამსახურის მოხალისეა და ჩვენს გუნდს ბინაზე ბავშვებთან დაყვება, სადაც მათ სხვადასხვა სახის დახმარებას უწევს.გარდა ფიზიკური დახმარებისა, მან გადაწყვიტა შეაგროვოს ფული 3500 აშშ დოლარის ოდენობით და ჰოსპისს ჟანგბადის კონცენტრატორები უყიდოს. კონცენტრატორები გამოიყენება გულისა და ფილტვების სხვადასხვა დაავადებების დროს ჟანგბადთერაპიის ჩასატარებლად. ის არეგულირებს გულის რიტმს, უმაღლებს პაციენტს მდგრადობას ფიზიკური დატვირთვისთვის და ასევე დადებით გავლენას ახდენს ფსიქოემოციურ ფონზე და მძიმედ დაავადებულ ბავშვთა ზოგად ჯანმრთელობაზე. დიდ მადლობას ვუხდით კრისტინას და სებასტიანს და იმედს ვიტოვებთ, რომ მათთნაირი მოხალისეები კიდევ ეყოლება ჰოსპისს. სწორედ კრისტინა გახდა გამარჯვებული ნოემბრის თვის კონკურსის - „ბავშვთა ჰოსპისის მეგობარი"
07/12 2016
ისთ ფოინთის დაბადების დღე ბავშვთა ჰოსპისისთვის
17 სექტემბერს, სავაჭრო ცენტრმა east point-მა დაბადების დღე ბავშვთა ჰოსპისის მშენებლობას მიუძღვნა. ამ დღესთან დაკავშირებით, ფოკუს მოკუსში დახარჯული ყოველი მეორე ლარი ირიცხება ჰოსპისში ჰოსპისში. მთელი დღის განმავლობაში, სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე გაიმართა სხვადასხვა გასართობითი და შემეცნებითი ღონისძიებები, დარიგდა ჰოსპისის ბროშურები და შინ ზრუნვის სამსახურის მუშაობის ამსახველი ბუკლეტები. ისთ ფოინთის მერმა და ფოკუს მოკუსის დირექტორმა ბავშვთა ჰოსპისს დაბადების დღეზე შეგროვებული თანხა გადასცა. ამ თანხამ 18000 ლარი შეადგინა.
05/10 2016
კონკურსი “ბავშვთა ჰოსპისის მეგობარი”
დასრულდა კონკურსი: "ბავშვთა ჰოსპისის ივლისის თვის მეგობარი” და მისი გამარჯვებული გახდა ირაკლი გაფრინდაშვილი. ირაკლიმ არ დაიშურა ენერგია და ძალისხმევა და 1 თვის განმავლობაში, მეგობრებთან ერთად მოახერხა, რომ ჰოსპისის მშენებლობისთვის მნიშვნელოვანა თანხა მოეგროვებინა. კონკურსის მიზანია სოციალური ქსელის მეშვეობით, 2016 წლის ბოლომდე დაასახელოს თვის "ჰოსპისის მეგობარი”. "ჰოსპისის მეგობრის” სტატუსის მიღება შესაძლებელია შემდეგნაირად: წინა თვის გამარჯვებული, FB- ის მეშვეობით იწვევს 3 მეგობარს და მოუწოდებს დაეხმაროს ბავშვთა ჰოსპისს თანხის მოზიდვაში. სამი კონკურსანტი 1 თვის განმავლობაში (საკუთარი ტაქტიკით და მეთოდით) ცდილობს თანხის მოზიდვას 1 ლარიდან უსასრულობამდე. თვის ბოლო რიცხვში გამარჯვებული ხდება ის, ვინც მეტ თანხას მოიზიდავს. გამარჯვებული გამოწვევას უკეთებს 3 მეგობარს შემდეგი თვის მეგობრის სტატუსის მისაღებად. გადარიცხვის ინსტრუქცია: ნებისმიერ თანხას რიცხავთ პირდაპირ საიტიდან: www.childrenshospice.org.ge ან ააიპ "ბავშვთა ჰოსპისის” ანგარიშზე - საქართველოს ბანკი: GE31BG0000000368074900 GEL/USD/EUR. გადარიცხვის საგანში აუცილებლად მიუთითეთ: შემოწირულობა და კონკურსანტის სახელი (მაგალითად: შემოწირულობა ირაკლი). საიტიდან თუ ჩარიცხავთ, იგივე ტექსტი ჩაწერეთ გრაფაში:- ორგანიზაცია.
03/08 2016
კონკურსი “ბავშვთა ჰოსპისის მეგობარი”
დასრულდა კონკურსი: "ბავშვთა ჰოსპისის ივნისის თვის მეგობარი” და მისი გამარჯვებული გახდა ეკა დუჩიძე. ეკამ არ დაიშურა ენერგია და ძალისხმევა და 1 თვის განმავლობაში, მეგობრებთან ერთად მოახერხა, რომ ჰოსპისის მშენებლობისთვის 12 000 ლარამდე მოეგროვებინა. კონკურსის მიზანია სოციალური ქსელის მეშვეობით, 2016 წლის ბოლომდე დაასახელოს თვის "ჰოსპისის მეგობარი”. "ჰოსპისის მეგობრის” სტატუსის მიღება შესაძლებელია შემდეგნაირად: წინა თვის გამარჯვებული, FB- ის მეშვეობით იწვევს 3 მეგობარს და მოუწოდებს დაეხმაროს ბავშვთა ჰოსპისს თანხის მოზიდვაში. სამი კონკურსანტი 1 თვის განმავლობაში (საკუთარი ტაქტიკით და მეთოდით) ცდილობს თანხის მოზიდვას 1 ლარიდან უსასრულობამდე. თვის ბოლო რიცხვში გამარჯვებული ხდება ის, ვინც მეტ თანხას მოიზიდავს. გამარჯვებული გამოწვევას უკეთებს 3 მეგობარს შემდეგი თვის მეგობრის სტატუსის მისაღებად. გადარიცხვის ინსტრუქცია: ნებისმიერ თანხას რიცხავთ პირდაპირ საიტიდან: www.childrenshospice.org.ge ან ააიპ "ბავშვთა ჰოსპისის” ანგარიშზე - საქართველოს ბანკი: GE31BG0000000368074900 GEL/USD/EUR. გადარიცხვის საგანში აუცილებლად მიუთითეთ: შემოწირულობა და კონკურსანტის სახელი (მაგალითად: შემოწირულობა ეკა). საიტიდან თუ ჩარიცხავთ, იგივე ტექსტი ჩაწერეთ გრაფაში:- ორგანიზაცია.
01/07 2016
ქართული წვეულება ბავშვთა ჰოსპისისთვის ლონდონში
26 ივნისს, კვირას, 14:00-19:00 საათზე, ლონდონში (მისამართი:122 Boundary Road, NW8 0RH) ბრიტანულ-ქართული საზოგადოებამ ბავშვთა ჰოსპისის მხარდასაჭერად საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა მოაწყო, რომელსაც ლონდონში, ქართულმა რესტორანმა „თამადამ" უმასპინძლა. გამოფენა-გაყიდვაზე შეგროვილი თანხის ნაწილით ბავშვთა ჰოსპისის გარდა ძეგვის ბავშვთა სახლსაც მოხმარდება. დიდი მადლობა ბრიტანულ ქართულ-საზოგადოებას, რესტორან "თამადას”, თამარა ლორთქიფანიძეს, ნათია აბრამიას და ყველა იმ ადამიანს, ვინც ორგანიზება გაუკეთა და მონაწილეობა მიიღო ლონდონში, ბავშვთა ჰოსპისისთვის გამართულ ღონისძიებაში.
28/06 2016
ირბინეთ ბავშვთა ჰოსპისისთვის ! ჰაიდელბერგცემენტი “თბილისიმარათონს” 22 ოქტომბერს მართავს
კომპანია „ჰაიდელბერგცემენტი" წელს უკვე მეხუთედ გეგმავს სოციალური პროექტის „თბილისიმარათონის" ჩატარებას. აღნიშნული სოციალური პროექტი ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდასა და ქველმოქმედებას ემსახურება. „თბილისიმარათონი" გერმანიის საელჩოს, თბილისის მერიისა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პატრონაჟით ტარდება. მონაწილეთა შორის არიან უცხოელი სტუმრები 30-ზე მეტი ქვეყნიდან, დიპლომატიური კორპუსი, ასევე სამთავრობო და ბიზნეს სექტორი. „თბილისიმარათონის" რეგისტრაციიდან შემოსული თანხა კომპანია „ჰაიდელბერგცემენტის" მიერ გაორმაგდება და ჩვენს ბავშვთა ჰოსპისს მშენებლობას მოხმარდება. 2016 წლის „თბილისიმარათონის" რეგისტრაცია გახსნილია. დარეგისტრირდით: www.tbilisimarathon.ge
02/06 2016
კონკურსი “ბავშვთა ჰოსპისის მეგობარი”
დასრულდა კონკურსი: "ბავშვთა ჰოსპისის მაისის თვის მეგობარი” და მისი გამარჯვებული გახდა ანა ტოკლიკიშვილი. ანამ დაამრცხა 3 ძლიერი და ღირსეული კონკურენტი და მნიშვნელოვანი თანხა მოიზიდა ბავშვთა ჰოსპისის მშენებლობისთვის. კონკურსის მიზანია სოციალური ქსელის მეშვეობით, 2016 წლის ბოლომდე დაასახელოს თვის "ჰოსპისის მეგობარი”. "ჰოსპისის მეგობრის” სტატუსის მიღება შესაძლებელია შემდეგნაირად: წინა თვის გამარჯვებული, FB- ის მეშვეობით იწვევს 3 მეგობარს და მოუწოდებს დაეხმაროს ბავშვთა ჰოსპისს თანხის მოზიდვაში. სამი კონკურსანტი 1 თვის განმავლობაში (საკუთარი ტაქტიკით და მეთოდით) ცდილობს თანხის მოზიდვას 1 ლარიდან უსასრულობამდე. თვის ბოლო რიცხვში გამარჯვებული ხდება ის, ვინც მეტ თანხას მოიზიდავს. გამარჯვებული გამოწვევას უკეთებს 3 მეგობარს შემდეგი თვის მეგობრის სტატუსის მისაღებად. გადარიცხვის ინსტრუქცია: ნებისმიერ თანხას რიცხავთ პირდაპირ საიტიდან: www.childrenshospice.org.ge ან ააიპ "ბავშვთა ჰოსპისის” ანგარიშზე - საქართველოს ბანკი: GE31BG0000000368074900 GEL/USD/EUR. გადარიცხვის საგანში აუცილებლად მიუთითეთ: შემოწირულობა და კონკურსანტის სახელი (მაგალითად: შემოწირულობა ანა). საიტიდან თუ ჩარიცხავთ, იგივე ტექსტი ჩაწერეთ გრაფაში:- ორგანიზაცია.
01/06 2016
პირველი ლედის და ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველოს” შეხვედრა ბუნდესტაგის წევრთან თომას ფეისტთან
ა.წ 17 მაისს, საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა და ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველოს წარმომადგენლი" ნინო კიკნაძე ბუნდესტაგის დეპუტატ თომას ფეისტს შეხვდნენ. დოქტორი ფეისტი ლაიფციგის ჰოსპისს დაარსების დღიდან კურირებს და ეხმარება, როგორც ბუნდესტაგის ჯანდაცვის კომიტეტის წევრი. ვიზიტის მიზანს გერმანული გამოცდილების გაზიარება და მისი საქართველოში დანერგვა წარმოადგენს. დოქტორ ფეისტმა დიდი სურვილი გამოთქვა სამომავლო თანამშრომლობის საქართველოს ჰოსპისთან.
19/05 2016
პირველი ლედის ვიზიტი გერმანიის ბავშვთა ჰოსპისში
დღეს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა და ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველოს" წარმომადგენელი ნინო კიკნაძე გერმანიაში, ბერლინის ბავშვთა ჰოსპისს "მზიურ ბაღს" ესტუმრნენ. ვიზიტის მიზანს წარმოადგენს გამოცდილების გაზიარება და მისი საქართველოში დანერგვა. თბილისში ბავშვთა ჰოსპისის გახსნა 2016 წლის შემოდგომაზე, ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველოს", საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის და სამედიცინო კორპორაცია "ევექსის" მხარდაჭერით იგეგმება. მადლობას ვუხდით საქართველოს საელჩოს გერმანიაში და განსაკუთრებული მადლობა დუდანა მაზმანიშვილს
16/05 2016
კონკურსი “ბავშვთა ჰოსპისის მეგობარი”
დასრულდა კონკურსი: "ბავშვთა ჰოსპისის აპრილის თვის მეგობარი” და მისი გამარჯვებული გახდა ანი ახალკაცი. ანიმ დაამრცხა 3 კონკურენტი და მნიშვნელოვანი თანხა მოიზიდა ბავშვთა ჰოსპისის მშენებლობისთვის. კონკურსის მიზანია სოციალური ქსელის მეშვეობით, 2016 წლის ბოლომდე დაასახელოს თვის "ჰოსპისის მეგობარი”. "ჰოსპისის მეგობრის” სტატუსის მიღება შესაძლებელია შემდეგნაირად: წინა თვის გამარჯვებული, FB- ის მეშვეობით იწვევს 3 მეგობარს და მოუწოდებს დაეხმაროს ბავშვთა ჰოსპისს თანხის მოზიდვაში. სამი კონკურსანტი 1 თვის განმავლობაში (საკუთარი ტაქტიკით და მეთოდით) ცდილობს თანხის მოზიდვას 1 ლარიდან უსასრულობამდე. თვის ბოლო რიცხვში გამარჯვებული ხდება ის, ვინც მეტ თანხას მოიზიდავს. გამარჯვებული გამოწვევას უკეთებს 3 მეგობარს შემდეგი თვის მეგობრის სტატუსის მისაღებად. გადარიცხვის ინსტრუქცია: ნებისმიერ თანხას რიცხავთ პირდაპირ საიტიდან: www.childrenshospice.org.ge ან ააიპ "ბავშვთა ჰოსპისის” ანგარიშზე - საქართველოს ბანკი: GE31BG0000000368074900 GEL/USD/EUR. გადარიცხვის საგანში აუცილებლად მიუთითეთ: შემოწირულობა და კონკურსანტის სახელი (მაგალითად: შემოწირულობა ანი). საიტიდან თუ ჩარიცხავთ, იგივე ტექსტი ჩაწერეთ გრაფაში:- ორგანიზაცია.
05/05 2016
10 ოქტომბერს ბავშვთა პირველი ჰოსპისის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი
10 ოქტომბერს, ჰოსპისისა და პალიატიური მზრუნველობის დღეს, საქართველოში ბავშვთა პირველი ჰოსპისის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი.უკვე რამდენიმე წელია ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო" ბავშვთა ჰოსპისის შექმნას ცდილობს. ამ იდეის განხორციელება სამედიცინო კორპორაცია "ევექსის", საქართველო სპრეზიდენტის და ინდივიდუალური დონორების დახმარებით გახდა შესაძლებელი. ინდივიდუალური დონაციები იწყება 100 ლარიდან და ადის 50 000 ლარამდე. პროექტს მხარს უჭერენ ცნობილი ქართველი მხატვრები, რომლებმაც საკუთარი ნახატები გადასცეს ჰოსპისს.

საძირკვლის ჩაყრის ცერემონია ჰოსპისის მშენებლობის ადგილზე, სოფელ დიღომში გაიმართა. საქართველოს პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ, ფონდი "ღი ასაზოგადოება-საქართველოს" დირექტორმა ქეთი ხუციშვილმა და "სამედიცინო კორპორაცია ევექსის" გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ გამყრელიძემ ჰოსპისის საძირკველში მემორიალური კაფსულა მოათავსეს.

 ბავშვთა ჰოსპისის მშენებლობა 2016 წლის ბოლოს დასრულდება. ეს იქნება პირველი სახლი, სადაც ქრონიკული და უკურნებელი სენით დაავადებული ბავშვები და მათი ოჯახები სრულიად უფასოდ პალიატიური მზრუნველობის მომსახურებას მიიღებენ.

ბავშვთა ჰოსპისი სამი ძირითადი მიმართულებითი იმუშავებს: 24 საათიანი მომსახურება ერთდროულად 10 ბავშვისთვის, დღისცენტრი, სადაცბავშვები და მათი მშობლები დღის განმავლობაში მიიღებენ საჭირო მომსახურებას და შინ ზრუნვის სამსახური, რომელიც ბინაზე მოემსახურება ბავშვებს. აღსანიშნავია რომ ბავშვებისათვის შინზრუნვის სამსახური ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველოს" ინიციატივითდა "სამედიცინო კორპორაცია ევექსის" ხელშეწყობით საქართველოში უკვე ფუნქციონირებს და თბილისის მასშტაბით 15 ბავშვს და მათ მშობლებს სრულიად უანგაროდ ეხმარება.

ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველოს" საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამამ 2013 წელს კვლევა ჩაატარა, რომლის მიზანი იყო ბავშვებისთვის პალიატიური მზრუნველობის საჭიროების შესწავლა. როგორც კვლევამ აჩვენა, საქართველოში პალიატიური მზრუნველობა ყოველწლიურად 0-დან 18 წლამდე 839 ბავშვს ესაჭიროება.

საძირკვლის ჩაყრის დღეს, პრეზიდენტის სასახლეში, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ საქართველოში ბავშვთა პირველი ჰოსპისის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებული მიღება გამართეს. პრეზიდენტი შეკრებილ საზოგადოება სპროექტის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ესაუბრა. ღონისძიებას პროექტის დონორები და ელჩები ესწრებოდნენ.

პროექტის ინიციატორებმა და დონორებმა აღნიშნეს, რომ ეს არის სამაგალითო და უნიკალური პროექტი ბიზნესის, არასამთავრობო ორგანიზაციისა და საჯარო ეფექტურად თანამშრომლობის თვალსაზრისით.
28/12 2015
საქართველოში ბავშვთა პირველი ჰოსპისის მშენებლობა დაიწყო
2015 წლის 10 ოქტომბერს, ჰოსპისისა და პალიატიური მზრუნველობის საერთაშორისო დღეს, საქართველოში ბავშვთა პირველი ჰოსპისის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. უკვე რამდენიმე წელია ფონდი 'ღია საზოგადოება-საქართველო' ბავშვთა ჰოსპისის შექმნას ცდილობს. ამ იდეის განხორციელება სამედიცინო კორპორაცია 'ევექსის', საქართველოს პრეზიდენტის და ინდივიდუალური დონორების დახმარებით გახდაშესაძლებელი. ინდივიდუალური დონაციები იწყება 100 ლარიდან და ადის 50 000 ლარამდე. პროექტს მხარს უჭერენ ცნობილი ქართველი მხატვრები, რომლებმაც საკუთარი ნახატები გადასცეს ჰოსპისს.

საძირკვლის ჩაყრის ცერემონია ჰოსპისის მშენებლობის ადგილზე, სოფელ დიღომში გაიმართა. საქართველოს პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ, ფონდი 'ღია საზოგადოება-საქართველოს' დირექტორმა ქეთი ხუციშვილმა და "სამედიცინო კორპორაცია ევექსის' გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ გამყრელიძემ ჰოსპისის საძირკველში მემორიალური კაფსულა მოათავსეს.

 ბავშვთა ჰოსპისის მშენებლობა 2016 წლის ბოლოს დასრულდება. ეს იქნება პირველი სახლი, სადაც ქრონიკული და უკურნებელი სენით დაავადებული ბავშვები და მათი ოჯახები სრულიად უფასოდ პალიატიური მზრუნველობის მომსახურებას მიიღებენ.

ბავშვთა ჰოსპისი სამი ძირითადი მიმართულებით იმუშავებს: 24 საათიანი მომსახურება ერთდროულად 10 ბავშვისთვის, დღის ცენტრი, სადაც ბავშვები და მათი მშობლები დღის განმავლობაში მიიღებენ საჭირო მომსახურებას და შინ ზრუნვის სამსახური, რომელიც ბინაზე მოემსახურება ბავშვებს.
16/12 2015