დონაცია
საქველმოქმედო აუქციონი ბავშვთა ჰოსპისის მხარდასაჭერად
21/09/2017
21/09/2017
საქველმოქმედო აუქციონი ბავშვთა ჰოსპისის მხარდასაჭერად

20 სექტემბერს, ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველოს” ორგანიზებით, სასტუმრო "რუმსის" ეზოში ბავშვთა ჰოსპისის მხარდასაჭერი საქველმოქმედო აუქციონი ჩატარდა. აუქციონის შედეგად 30 950 $ და 13 000ლარი (500 ლარი თითოელ ლოტზე საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაემატება) შეგროვდა. აუქციონს ესწრებოდნენ ჰოსპისის მეგობრები, ბიზნესის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

ჰოსპისის პროექტის შესახებ თანამშრომლობის მემორანდუმი 2015 წლის ივნისში გაფორმდა. მშენებლობა 2016 წლის თებერვალში დაიწყო. ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველოსთან" ერთად პროექტის პირველი მხარდამჭერები იყვნენ სამედიცინო კორპორაცია "ევექსი", რომელმაც ჰოსპისს მიწა გადასცა სოფელ დიღომში და საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც მშენებლობის დასაწყებად 100 000 ლარი გამოყო.