დონაცია
ჰოსპისის დღის ცენტრის ადაპტირებული მიკროავტობუსი
30/01/2018
30/01/2018
ჰოსპისის დღის ცენტრის ადაპტირებული მიკროავტობუსი

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს საგრანტო თანხით ბავშვთა ჰოსპისმა „ციცინათელების ქვეყანამ" შეიძინა ადაპტირებული მიკროავტობუსი, რომელიც მოემსახურება ჰოსპისის დღის ცენტრის ბავშვებს. 1 თებერვლიდან ჰოსპისის ადაპტირებული  მანქანა უზრუნველყოფს პალიატიური მზრუნველობის საჭიროების მქონე ბავშვების (ეტლით მოსარგებლეებს) ტრანსპორტირებას „ციცინათელების ქვეყნის" დღის ცენტრში.