დონაცია
საქველმოქმედო საღამო ბავშვთა ჰოსპისისთვის
31/01/2018
31/01/2018
საქველმოქმედო საღამო ბავშვთა ჰოსპისისთვის

27 იანვარს, 16:00 საათზე, ჭავჭავაძის SOLO ლაუნჯში გაიმართა საქველმოქმედო საღამო, რომელსაც ქართველი მწერალი დათო ტურაშვილი მასპინძლობდა.საღამოზე ბავშვებს მწერალმა უამბო „ციცინათელების ქვეყნის" და ქველმოქმედების მნიშვნელობის შესახებ, განათლების და წიგნის კითხვის მნიშვნელობაზე. ღონისძიებიდან შემოსული თანხა, 3000 ლარი, სრულად გადაერიცხა ჩვენს ჰოსპისს.