დონაცია
კახა ხაზარაძემ საკუთარი დაბადების დღე ბავშვთა ჰოსპისს მიუძღვნა
28/03/2018
28/03/2018
კახა ხაზარაძემ საკუთარი დაბადების დღე ბავშვთა ჰოსპისს მიუძღვნა

კახა ხაზარაძემ, კომპანია ICR-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, საკუთარი დაბადების დღე ბავშვთა ჰოსპისს მიუძღვნა და სტუმრებს მოუწოდა, რომ მისთვის საჩუქრის ჩუქების ნაცვლად , "ციცინათელების ქვეყანაში" ჩაერიცხათ ფული. ამ ადამიანის დახმარებით ჰოსპისს მნიშვნელოვანი თანხა შეემატა, რომელიც დღის ცენტრის ფუნქციონირებას მომხმარდება.