დონაცია
გადაწვის საწინააღმდეგო ტრენინგი ჰოსპისის თანამშრომლებისთვის
13/04/2018
13/04/2018
გადაწვის საწინააღმდეგო ტრენინგი ჰოსპისის თანამშრომლებისთვის

10-12 აპრილს, ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს" ორგანიზებით, ლოპოტას ტბაზე გაიმართა 2 დღიანი „პროფესიული გადაწვის საწინააღმდეგო" ტრენინგი ფერსიცვალების დედათა მონასტერთან არსებული სასნეული სახლის და ბავშვთა ჰოსპისი „ციცინათელების ქვეყანას" მთელი კოლექტივისთვის.


ჰოსპისების თანამშრომლებს უწევთ როგორც ემოციურად , ასევე ფზიკურად მძიმე სამუშაოს შესრულება, რაც ხშირად დაკავშირებულია სტრესთან, ჯანმრთელობის გაუარესებასთან, სამუშაოს შესრულების ხარისხის და მოტივაციის დაკარგვასთან.

ტრენინგის მიზანი იყო ჰოსპისების პერსონალის პროფესიული გადაწვის თავიდან აცილება. 2 დღის განმავლობაში მსმენელები გაეცნენ ისეთ საკითხებს, როგრიცაა: თანაგრძნობითი კმაყოფილება, ირიბი ტრავმატიზაცია, პროფეესიული გადაწვა, სტრესთან გამკლავების მექანიზმები, ინდივიდუალური, გუნდური და პროფესიული დონეები.

ტრენინგს უძღვებოდა ფსიქიატრი ნინო მახაშვილი.

„ამ არაჩვეულებრივმა ტრენინგმა მოგვცა განტვირთვის საშუალება. ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ სხვაზე, მაგრამ საპასუხო თანაგრძნობა იშვიათია. რასაკვირველია ჩვენი ზრუნვის მიზანი ეს არ არის, მაგრამ ბედნიერი, ვარ ეს დღეები ზრუნვის ობიექტი მე ვიყავი. ამ 3 დღეში შევძელი ფიზიკური, სულიერი და ფსიქოლოგიური მოდუნება. მადლობა ყველას ასეთი ინიციატივისთვის და ჩვენი მხარდაჭერისთვის"- რუსუდან კახიანი, მოწყალების და

 

"მე ვიცი დასვენების, განტვირთვის ფასი და მნიშვნელობა და ამიტომ მინდა შეიგრძნოს თითოეულმა. ყველამ უნდა ისწავლოს დასვენება, რომ შემდგომში, აღდგენილი ძალებით უკეთ იმუშაონ. ძალიან გამიხარდა ის, რომ ჩემი მოსაზრება სრულიად დაემთხვა ამ ტრენინგის მოდულს. ენა, რომლითაც მსმენელებს ტრენერი ესაუბრებოდა, ამ ადამინებისთვის უფრო გასაგებია, ვიდრე ეკლესიის ენა. ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ, ვინაიდან ეკლესიას და ხალხს შოროს ხიდია ჩატეხილი და ხალხისთვის გასაგებ ენაზე ეკელსია ვერ საუბრობს. პაციენტის გარდაცვალებით გამოწვეული სიმძიმე მაინც რჩებათ ადამიანებს, ვინაიდან ჩვენი ენა, რომლითაც ნუგეში გვინდა უთხრათ ადამიანებს, გაუგებარია მათთვის. მადლობა ყველას, რომ ასწავლეთ ადამიანებს, როგორ უნდა გაუმკლავდნენ სტრესს, დაღლას და მწუხარებას". - დედა მარიამი, ფერსიცვალების დედათა მონასტრის წინამძღვარი .