დონაცია
მულტი-სენსორული ოთახი ბავშვთა ჰოსპისს ჩეხეთის განვითარების სააგენტოსგან
13/04/2018
13/04/2018
მულტი-სენსორული ოთახი ბავშვთა ჰოსპისს ჩეხეთის განვითარების სააგენტოსგან

 12 აპრილს, მულტი-სენსორული ოთახი - „SNOEZELEN MSE” – „ციცინატელების ქვეყანაში" გაიხსნა. გახსნას ესწრებოდნენ ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ბატონი ტომაშ პერნიცკი, ორგანიზაცია „კარიტასის" თანამშრომლები, ჰოსპისის თანამშრომლები და სხვა მოწვეული სტუმრები.

ჰოსპისში მულტი-სენსორული ოთახის ფუნქციონირების მიზანია ბავშვების დამშვიდება, რელაქსაცია,ზოგ შემთხვევაში სტიმულაცია და გააქტიურება; მისი მიზანია ასევე სხვდასხვა უნარების განვითარება პაციენტებისთვის, რომლებსაც აუტიზმი, დემენცია და სხვადასხვა ნევროლოგიური დაავადებები აქვთ. ოთახში არსებულ აღჭურვილობებს წარმატებით იყენებენ ქიმიოთერაპიის შემდეგაც, რათა მოხდეს ბავშვის ემოციური მხარდაჭერა.

ოთახის ოფიციალურ გახსნამდე, ჰოსპისის თანამშრომლებს ჩაუტარდათ ოთხ დღიანი ინტენსიური ტრენინგი, რომელსაც უძღვებოდა ჩეხეთიდან მოწვეული, სერტიფიცირებული ტრენერი რენატა ფილატოვა. 4 დღის განმავლობაში ტრენინგზე მსმენელებმა შეისწავლეს ოთახის აღჭურვილობის მოხმარება, თუ როგორ უნდა მოხდეს მულტი-სენსორული გარემოს ფუნქციონირება და როგორ უნდა განხორციელდეს ეფექტურად არსებული სერვისები.

პროექტი განახორციელა ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა საქართველოში, ჩეხეთის განვითარების  სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მიზანია საქართველოში ბავშვთა ხანგრძლივი მოვლის და პალიატიური მზრუნველობის სერვისების განვითარება საქართველოში.