დონაცია
სომეხი კოლეგები სასწავლო ვიზიტით ციცინათელების ქვვეყანას სტუმრობენ
05/08/2019
05/08/2019
სომეხი კოლეგები სასწავლო ვიზიტით ციცინათელების ქვვეყანას სტუმრობენ

1 აგვისტოს, ბავშვთა ჰოსპისს "ციცინათელებს ქვეყანას" სასომხეთიდან კოლეგები ესტურნენ. ვიზიტის მიზანსწარმოადგენდა სამ დღიანი სასწავლო კურსი პალიატიურ მზრუნველობაში. კურსი მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა; პალიატიური მზრუნველობა და მოვალა, ტკივილისა და სხვა შემაწუხებელი სიმპტომების მართვა, ჰოსპისში არსებული სერვისების შესწავლა, შინ ზრუნვის სამსახურის მუშაობა, ჰოსპისის სპეციფიკა, ოპიოიდების ხელმისაწვდომობა საქართველოში.სამი დღის განმავლობაში სტუმრებს ჩაუტარდათ, როგორც თეორიული სემინარები, ასევე საშვალება მიეცათ ჩართულიყვნენ როგორც ჰოსპისის, ასევე შინ ზრუნვის მუშაობის პროცესში. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, კოლეგები სასომხეთიდან ეწვივნენ ფერიცვალების დიდების ჰოსპისს და ონკოლოგიის ნაციონალურ ცენტრს.