დონაცია
10 ოქტომბერს ბავშვთა პირველი ჰოსპისის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი
28/12/2015
28/12/2015
10 ოქტომბერს ბავშვთა პირველი ჰოსპისის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი

10 ოქტომბერს, ჰოსპისისა და პალიატიური მზრუნველობის დღეს, საქართველოში ბავშვთა პირველი ჰოსპისის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი.უკვე რამდენიმე წელია ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო" ბავშვთა ჰოსპისის შექმნას ცდილობს. ამ იდეის განხორციელება სამედიცინო კორპორაცია "ევექსის", საქართველო სპრეზიდენტის და ინდივიდუალური დონორების დახმარებით გახდა შესაძლებელი. ინდივიდუალური დონაციები იწყება 100 ლარიდან და ადის 50 000 ლარამდე. პროექტს მხარს უჭერენ ცნობილი ქართველი მხატვრები, რომლებმაც საკუთარი ნახატები გადასცეს ჰოსპისს.

საძირკვლის ჩაყრის ცერემონია ჰოსპისის მშენებლობის ადგილზე, სოფელ დიღომში გაიმართა. საქართველოს პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ, ფონდი "ღი ასაზოგადოება-საქართველოს" დირექტორმა ქეთი ხუციშვილმა და "სამედიცინო კორპორაცია ევექსის" გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ გამყრელიძემ ჰოსპისის საძირკველში მემორიალური კაფსულა მოათავსეს.

 ბავშვთა ჰოსპისის მშენებლობა 2016 წლის ბოლოს დასრულდება. ეს იქნება პირველი სახლი, სადაც ქრონიკული და უკურნებელი სენით დაავადებული ბავშვები და მათი ოჯახები სრულიად უფასოდ პალიატიური მზრუნველობის მომსახურებას მიიღებენ.

ბავშვთა ჰოსპისი სამი ძირითადი მიმართულებითი იმუშავებს: 24 საათიანი მომსახურება ერთდროულად 10 ბავშვისთვის, დღისცენტრი, სადაცბავშვები და მათი მშობლები დღის განმავლობაში მიიღებენ საჭირო მომსახურებას და შინ ზრუნვის სამსახური, რომელიც ბინაზე მოემსახურება ბავშვებს. აღსანიშნავია რომ ბავშვებისათვის შინზრუნვის სამსახური ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველოს" ინიციატივითდა "სამედიცინო კორპორაცია ევექსის" ხელშეწყობით საქართველოში უკვე ფუნქციონირებს და თბილისის მასშტაბით 15 ბავშვს და მათ მშობლებს სრულიად უანგაროდ ეხმარება.

ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველოს" საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამამ 2013 წელს კვლევა ჩაატარა, რომლის მიზანი იყო ბავშვებისთვის პალიატიური მზრუნველობის საჭიროების შესწავლა. როგორც კვლევამ აჩვენა, საქართველოში პალიატიური მზრუნველობა ყოველწლიურად 0-დან 18 წლამდე 839 ბავშვს ესაჭიროება.

საძირკვლის ჩაყრის დღეს, პრეზიდენტის სასახლეში, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ საქართველოში ბავშვთა პირველი ჰოსპისის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებული მიღება გამართეს. პრეზიდენტი შეკრებილ საზოგადოება სპროექტის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ესაუბრა. ღონისძიებას პროექტის დონორები და ელჩები ესწრებოდნენ.

პროექტის ინიციატორებმა და დონორებმა აღნიშნეს, რომ ეს არის სამაგალითო და უნიკალური პროექტი ბიზნესის, არასამთავრობო ორგანიზაციისა და საჯარო ეფექტურად თანამშრომლობის თვალსაზრისით.