დონაცია
კონკურსი “ბავშვთა ჰოსპისის მეგობარი”
01/06/2016
01/06/2016
კონკურსი “ბავშვთა ჰოსპისის მეგობარი”

დასრულდა კონკურსი: "ბავშვთა ჰოსპისის მაისის თვის მეგობარი” და მისი გამარჯვებული გახდა ანა ტოკლიკიშვილი. ანამ დაამრცხა 3 ძლიერი და ღირსეული კონკურენტი და მნიშვნელოვანი თანხა მოიზიდა ბავშვთა ჰოსპისის მშენებლობისთვის. კონკურსის მიზანია სოციალური ქსელის მეშვეობით, 2016 წლის ბოლომდე დაასახელოს თვის "ჰოსპისის მეგობარი”. "ჰოსპისის მეგობრის” სტატუსის მიღება შესაძლებელია შემდეგნაირად: წინა თვის გამარჯვებული, FB- ის მეშვეობით იწვევს 3 მეგობარს და მოუწოდებს დაეხმაროს ბავშვთა ჰოსპისს თანხის მოზიდვაში. სამი კონკურსანტი 1 თვის განმავლობაში (საკუთარი ტაქტიკით და მეთოდით) ცდილობს თანხის მოზიდვას 1 ლარიდან უსასრულობამდე. თვის ბოლო რიცხვში გამარჯვებული ხდება ის, ვინც მეტ თანხას მოიზიდავს. გამარჯვებული გამოწვევას უკეთებს 3 მეგობარს შემდეგი თვის მეგობრის სტატუსის მისაღებად. გადარიცხვის ინსტრუქცია: ნებისმიერ თანხას რიცხავთ პირდაპირ საიტიდან: www.childrenshospice.org.ge ან ააიპ "ბავშვთა ჰოსპისის” ანგარიშზე - საქართველოს ბანკი: GE31BG0000000368074900 GEL/USD/EUR. გადარიცხვის საგანში აუცილებლად მიუთითეთ: შემოწირულობა და კონკურსანტის სახელი (მაგალითად: შემოწირულობა ანა). საიტიდან თუ ჩარიცხავთ, იგივე ტექსტი ჩაწერეთ გრაფაში:- ორგანიზაცია.