24 ნოემბერს, სასტუმრო "ROOMS TBILIS"- ში, საქველმოქმედო პროექტის "პატარა თბილისის" ფოტოალბომის პრეზენტაცია გაიმართა. "პატარა თბილისი" - ეს არის საქველმოქმედო პროექტი, რომლის მიზანია დაეხმაროს ბავშვთა ჰოსპისს "ციცინათელების ქვეყანას". ალბომში მოცემულია იმ ბავშვების და მოზარდების ფოტოები, რომლებმაც გადაწყვიტეს ქველოქმედების მიზნით, საკუთარ ფოტოში 180 ლარის გადახდით დახმარებოდნენ ქრონიკული სენით დაავადებულ ბავშვებს. ფოტოებიდან მიღებული შემოსავალი სრულად მომხმარდება პალიატიური მზრუნველობის საჭიროების მქონე ბავშვებს.