10-15 ივლისს, ფონდ „ღია საზოგადოება -
საქართველოს" მხარდაჭერით, საქართველოში ჩამოვიდა ჯოან მარტსონი - ბავშვთა
პალიატიური მზრუნველობის საპატიო ელჩი. 5 დღის განმავლობაში ჯოან მარტსონი გაუძღვა
ჰოსპისის სამუშაო პროცესს და ჩაატარა პრაქტიკულ სემინარები ჰოსპისის
თანამშრომლებისთვის. მისი დახმარებით მომზადაა რეკომენდაციები ბავშვთა
პალიატიურ მზრუნველობაში.
ჯოან მარტსონი პალიატიური მზრუნველობის
სფეროში 28 წელია მოღვაწეობს. იგი მუშაობდა ბავშვთა ჰოსპისში, ასევე სხვადასხვა
ჰუმანიტარულ მისიებში, იყო ბავშვთა საერთაშორისო ქსელის პრეზიდენტი. ჯოან მარტსონს
დიდი წვლილი მიუძღვის ქრონიკული სენით დაავადებულ მოზრდილთა და ბავშვთა პოლიტიკის
შემუშავებასა და განვითარებაში.