დონაცია
საქველმოქმედო აუქციონი ბავშვთა ჰოსპისის მხარდასაჭერად
21/09/2017
21/09/2017
საქველმოქმედო აუქციონი ბავშვთა ჰოსპისის მხარდასაჭერად

20 სექტემბერს, ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს" ორგანიზებით, სასტუმრო „რუმსის" ეზოში ბავშვთა ჰოსპისის მხარდასაჭერი საქველმოქმედო აუქციონი ჩატარდა. აუქციონის შედეგად 30 950$ და 13 000 ლარი (500 ლარი თითოეულ ლოტზე საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაემატა) შეგროვდა. აუქციონს ესწრებოდნენ ჰოსპისის მეგობრები, ბიზნესისა და დიპლომატიური კორპუსუს წარმომადგენლები.

ჰოსპისის პროექტის შესახებ თანამშრომლობის მემორანდუმი 2015 ჭლის ივნისში გაფორმდა. მშენებლობა 2016 წლის თებერვალში დაიწყო. ფონდი „ღია საზოგადოება-საართველოსთან" ერთად პროექტის პირველი მხარდამჭერები იყვნენ სამდეიცინო კორპორაცია „ევექსი", რომელმაც ჰოსპისს მიწის ნაკვეთი გადასცა სოფელ დიღომში და საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც მშენებლობის დასაწყებად 100 000 ლარი გამოყო.