დონაცია
პალიატიური მზრუნველობისა და ჰოსპისის საერთაშორისო დღე
14/10/2017
14/10/2017
პალიატიური მზრუნველობისა და ჰოსპისის საერთაშორისო დღე

პალიატიური მზრუნველობა მრავალპროფილური მზრუნველობაა, რომლის უპირველესი ამოცანაა განუკურნებელი სენით დაავადებული პირებისთვის ტკივილის მოხსნა, მათი სოციალური და ფსიქოლოგიური დახმარება და სულიერი თანადგომის გაწევა. ჰოსპისები კი ის დაწესებულებებია, სადაც ამ ადამიანებს ცხოვრების უკანასკნელ დღეებში, როგორც ფიზიკურ, ასევე სულიერ თანადგომას უწევენ. საქართველოში ჰოსპისის მომსახურეობა ათასობით ადამიანს ესაჭიროება, მაგრამ დღესდღეობით, ჰოსპისებში არსებული საწოლების მწირი რაოდენობა და საკადრო რესურსი დაავადებულთა მზარდ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს. შედეგად, წლის მაძილზე ათასობით დაავადებული ადამიანი მძიმე ფიზიკურ და სულერ მდგომარეობას განიცდის, რაც მათ სრულფასოვან და ღირსეული ცხოვრების გაგრძელების საშვალებას არ აძლევს.

ოქტომბრის  თვის ყოველ მეორე შაბათს, პალიატიური მზრუნველობისა და ჰოსპისების დღე მთელ მსოფლიოში აღინიშნება.   ამ დღესთან დაკავშირბული სლოგანია Universal health Coverage and Palliative Care - Don't leave those suffering behind ( ჯანდაცვის საყოველთაო მოცვა და პალიატიური მზრუნველობა- არ დატოვოთ ტანჯვა არაფრის მიღმა). წელს სხვა ქვეყნებთან ერთად,  ბავშვთა ჰოსპისი "ციცინათელების ქვეყანა" პირველად ერთვება ამ  საერთაშორისო ინიციატივაში, რათა ჩვენი მზრუნველობა და პატივისცემა გამოვხატოთ უკურნებელი სენით დაავადებული ადამიანებისა და მათი ოჯახების მიმართ. ამ დღის აღნიშვნას საქართველოში, 2010 წელიდან , ფონდმა "ღია საზოგადოება-საქართველომ" ჩაუყარა საფუძველი.

14 ოქტომბერს, ეს დღე "ციცინათელების ქვეყანაში" ყველამ ერთად, სტაციონარის, დღის ცენტრის და შინ ზრუნვის ბავშვებმა და მათმა მშობლებმა ერთად აღნიშნეს.