დონაცია
გერმანიის საელჩოს გრანტი ბავშვთა ჰოსპისს
09/11/2017
09/11/2017
გერმანიის საელჩოს გრანტი ბავშვთა ჰოსპისს

1992 წლიდან გერმანიამ საქართველოს 820 მილიონ ევროზე მეტი დახმარება გაუწია და ამით საქართველოს დონორთა სიაში აშშ-ის შემდეგ მეორე ადგილზეა, განვითარების სფეროში თანამშრომლობის კუთხით. 

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს თბილისში არაერთი პროექტი განუხორციელებია სხვადასხვა მიმართულებით. გერმანიის საელჩოს საგრანტო თანხით, ბავშვთა ჰოსპისის "ციცინათელების ქვეყანა" ადაპტირებულ მიკროავტობუსს შეიძენს, რომელიც განკუთვნილი იქნება დღის ცენტრის ბავშვების ტრანსპორტირებისთვის.
ბავშვთა ჰოსპისის ერთერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს დღის ცენტრის ფუნქციონირება, სადაც ბავშვები დილით მოდიან და საღამომდე ატარებენ დროს. ადაპტირებული მიკროავტობუსის დახმარებით, ჩვენ თავად მოვემსახურებით ყველა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვს.