19 დეკემბერს, ჰოსპისმა სადაზღვევო კომპანია ‘ალდაგისგან" საჩუქრად პამპერსის ერთი წლის მარაგი მიიღო. ეს კომპანია გამოირჩევა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით, რაც ყოველწლიურად მათ მიერ გაწეულ ქველმოქმედებაში გამოიხატება. მიღებული საჩუქარი მოხმარდება როგორც ჰოსპისის სტაციონარულ, ასევე შინ ზრუნვის პაციენტებსაც.