10-დან 16- დეკემბრის ჩათვლით, ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველოს” მხარდაჭერით, ბავშვთა ჰოსპისის თანამშრომლებმა ინტენსიური სასწავლო კურსი გაიარეს ჰოლანდიაში. სწავლების მიზანი იყო, როგორც თეორიული ცოდნის შეძენა, ასევე პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაძლიერება. 6 დღის მანძილზე, ექთნებმა, კოორდინატორმა და ძიძამ, გაიარეს სასწავლო კურსი ამსტერდამის აკადემიურ სასწავლო ცენტრში და "ემას” ბავშვთა საავადმყოფოში. პრაქტიკული ცოდნა შეიძინეს ჰოსპისებში "ზონაქეარ” და "ბიზენვარდი”.კურსი მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა: მოვლა და მზრუნველობა, სიცოცხლის უკანასკნელი პერიოდი და მხარდაჭერა, ტკივილის მართვა, ეთიკა, კომუნიკაცია მშობლებთან, ბავშვისთვის დიაგნოზის თქმა და სულიერი მხარდაჭერა.