27 დეკემბერს ბავშვთა ჰოსპისს "ციცინათელების ქვეყანას"სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესტუმრნენ. ფონდი „ხსნის არმიის" ინიციატივით საბაუნის სტუდენტებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და ადმინისტრაციის თანამშრომლებმა ჰოსპისის ბავშვებს საახალწლო სურვილები შეუსრულეს და საჩუქრები გადასცეს.