დონაცია
ანიტა რაჭველიშვილის და ნიკოლოზ რაჭველის საქველმოქმედო კონცერტი ბავშვთა ჰოსპისისთვის.
28/12/2017
28/12/2017
ანიტა რაჭველიშვილის და ნიკოლოზ რაჭველის საქველმოქმედო კონცერტი ბავშვთა ჰოსპისისთვის.

2017 წლის 27 დეკემბერს, 20:00 საათზე, ოპერისა და ბალეტის თეატრში, ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნულმა მუსიკალური ცენტრმა, ნიკოლოზ რაჭველმა და ანიტა რაჭველიშვილმა წარმოადგინეს საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის კონცერტი კახი სოლომნიშვილის დირიჟორობით.

პროგრამაში იყო ჯოვანი ბატისტა პერგოლეზის STABAT MATER, გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის ბავშვთა გუნდის მონაწილეობით, ქორმაისტერი - ნინო წიკლაური;

პირველად საქართელოში შესრულდაა ნიკოლოზ რაჭველის THE REST IS SILENCE, რომელიც სპეციალურად ანიტა რაჭველიშვილისთვის შეიქმნა.

კონცერტი მიეძღვნა ბავშვთა ჰოსპისს „ციცინათელების ქვეყანას" . სპონსორების დახმარებით ჰოსპისს 22 000 ლარი ჩაერიცხა.

სპონსორები: საქართველოს ბანკი, ალტაოქეი, საერთაშორისო კორპორაცია „აი სი არ",კომპანია „დიო”, საქართველოს ინდისტრიული ჯგუფი და ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკა.

პროექტის გენერალური პარტნიორი: ხელოვანთა კავშირი "კონცეპტარტი

საინფორმაციო მხარდამჭერები იყვნენ: ტელეკომპანია იმედი, რადიო ჰოლდინგი ფორტუნა, EVENTS ამბები.ge, საინფორმაციო პორტალი 118 08