დღეს ბავშვთა ჰოსპისს ცნობილი გადაცემა „ექიმების" წამყვანები; კოტე მათითაშვილი და ლევან ხარაშვილი ესტუმრნენ. მასპინძლობა სტუმრებს ჰოსპისის დირექტორმა, მამუკა მახათაძემ გაუწია. ექიმებმა „ციცინათელების ქვეყანა" მედიკამენტებითა და ტკბილეულით დაასაჩუქრა. ჰოსპისის დათვალიერებისა და სამუშაო პროცესის გაცნობის შემდეგ, მოხდა საახალწლო გადაცემისთვის სიუჟეტის მომზადება ჰოსპისზე, რომელიც 31 დეკემბერს გავა ეთერში.