9 იანვარს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანის და სოციალური კომიტეტის ინიციატივით, აღმასრულებელი საბჭოს სახელით ბავშვთა ჰოსპისს საშობაო საჩუქარი - ბატუტი გადაეცა. საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, მოწოდებულია აქტიურად ჩაერთოს სოციალურ პროექტებში. აღმასრულებელი საბჭოს წევრები გაეცნენ ჰოსპისის შენობას, მოინახულეს პაციენტები და სამომავლოდ, ერთობლივი საქველმოქმედო ღონისძიებაც დაიგეგმა.