დონაცია
მაკა ჩიჩუა და იტალიის პრეზიდენტის ქალიშვილი(პირველი ლედი) ბავშვთა ჰოსპისს ეწვივნენ
17/07/2018
17/07/2018
მაკა ჩიჩუა და იტალიის პრეზიდენტის ქალიშვილი(პირველი ლედი) ბავშვთა ჰოსპისს ეწვივნენ

საქართველოს პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ დღეს საქართველოში ვიზიტით მყოფი იტალიის პრეზიდენტის ქალიშვილს კლაუდია მატარელას, ბავშვთა ჰოსპისს  „ციცინათელების ქვეყანაში" უმასპინძლა.
მაკა ჩიჩუასა და კლაუდია მატარელას ჰოსპისის დირექტორმა მამუკა მახათაძემ ბიბლიოთეკა, სარეაბილიტაციო, მულტისენსორული კაბინეტი და სხვა სივრცეები დაათვალიერებინა და ცენტრის სერვისების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ჰოსპისის დატვალიერების შემდეგ იტალიის პრეზიდენტის ქალიშვილი (პირველი ლედი) პაციენტების მშობლებს და პერსონალს გაესაუბრა.
აქ ძალიან ლამაზი გარემოა, უმნიშვნელოვანესია ის საქმე, რასაც თქვენ აკეთებთ, თქვენ მხნეობას აძლევთ ბავშვებსა და მათ მშობლებს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების ნებისმიერ წევრს აძლევთ საშუალებას საკუთარი წვლილი შეიტანოს და გახდეს მონაწილე ამ კეთილი საქმისა",- აღნიშნა კლაუდია მატარელამ