დონაცია
საქველმოქმედო აუქციონი ბავშვთა ჰოსპისის მხარდასაჭერად
16/09/2018
16/09/2018
საქველმოქმედო აუქციონი ბავშვთა ჰოსპისის მხარდასაჭერად

13 სექტემბერს, სასტუმრო "Rooms"-მა უკვე მეორედ უმასპინძლა, ბავშვთა ჰოსპისი "ციცინათელების ქვეყანას" მხარდასაჭერ საქველმოქმედო აუქციონს. აუქციონი ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველოს ინიციატივით და ორგანიზებით ჩატარდა.

აუქციონზე წარმოდგენილი იყო ქართველი მხატვრების 30-მდე ნახატი და ზვიად ციკოლიას სპეციალურად ბავშვთა ჰოსპისისთვის შექმნილი საათი.
მხატვრებმა: ზურაბ გომელაურმა, ანტონ ბალაჩივაძემ, მიშა გოგრიჭიანმა, სალომე რიგვავამ, თამარ მაღლაფერიძემ, ანა ჩუბინიძემ, თუთუ კილაძემ, მაკა ბატიაშვილმა, კოკაციხელაშვილმა,
თიკა ჩხიკვიშვილმა, მაია სუმბაძემ, სანდრო ანთაძემ, ნინო ფერაძემ, ნიკო და მამუკა ცეცხლაძეებმა, ელენე მელქაძემ, თათია კობრეშვილმა, მიშა აბრამიშვილმა, მაკა ჯებირაშვილმა,ჟანრი ლოლაშვილმა, ნანუკა გოგიჩაიშვილმა,დავით გაგოშიძემ, რუსო გიგაშვილმა, მაია ლაშაურმა, უშანგი ხუმარაშვილმა, თამუნა შიუკაშვილმა, ლევან მეხუზლამ, ნინიკო მორბედაძემ, ოლეგ ტიმჩენკომ და ზვიად ციკოლიამ უსასყიდლოდ გადასცეს ნამუშევრები ჰოსპისს. საქველმოქმედო საღამოზე, წამყვანის კლიფ ისაკის დახმარებით 59 000 აშშ დოლარი მობილიზდა. აღნიშნული თანხმა მოხმარდება ჰოსპისის ბენეფიციარების საჭიროებებს 2019 წელს.
აუქციონს ესწრებოდნენ ჰოსპისის მეგობრები, ბიზნესისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.