ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მხარდაჭერით, ბავშვთა ჰოსპისის "ციცინათელების ქვეყანა" თანამშრომლები სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ ჩეხეთის რესპუბლიკის ქალაქ პრაღასა და ოსტრავაში (24-29 სექტემბერი, 2018)
ვიზიტის მიზანი იყო ჰოსპისის თანამშრომლებისთვის მულტისენსორულ თერაპიებში პრაქტიული უნარ-ჩვევების გაღრმავება, რათა ჰოსპისის ბენეფიციარებმა მიიღონ უფრო კვალიფიციური და ხარისხიანი სერვისები.
სასწავლო ვიზიტს მასპინძლობდა ჩეხი ტრენერი რენატა ფილატოვა, რომელმაც ამა წლის აპრილში, თბილისში ასევე ჩაატარა სპეციალური "მულტისენსორული გარემოს პრაქტიკული და თეორიული კურსი" ჰოსპისის პერსონალისთვის.
ბავშვთა ჰოსპისში მულტისენსორული ოთახი მოეწყო და აღიჭურვა ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მიერ პროექტის "ბავშვთა ხანგრძლივი მოვლისა და პალიატიური მზრუნველობის სერვისების განვითარება საქართველოში" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.