24 ოქტომბერს, იტალიაში, ქ. რომში, პედიატრიულ პალიატიური მზრუნველობის რიგით მე-4 მსოფლიო კონგრესი გაიმართა. კონგრესზე, უკვე მეორედ მნიშვნელოვანი მიღწევებისთვის დაჯილდოვდა საქართველოს ჰოსპისის წარმომადგენელი. პირველი პრიზი ბავშვთა ტკივილის მართვაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა ნინო კიკნაძეს, ხოლო ნომინაციაში "საუკეთესო მოკლე ვიდეო" დასახელდა "მე ანანო ვარ".