5 იანვარს, ლონდონში მცხოვრებმა ჰოსპისის მეგობარმა, ლევან მერაბიშვილმა საკუთარი დაბადების დღე "ციცინათელების ქვეყანას" მიუძღვნა. მისივე თხოვნით, წვეულებაზე მისულმა სტუმრებმა საჩუქრის ნაცვლად ბავშვთა ჰოსპისს ჩაურიცხეს თანხა. "ციცინათლების ქვეყანამ" მერაბიშვილების ოჯახის თანადგომით 10 000 ლარი შემოწირულობა მიიღო. შემოსული თანხა სრულად მოხმარდება ჰოსპისის შინ ზრუნვის სამსახურის მუშაობას.