დონაცია
მულტი სენსორული ოთახი ჰოსპისს ჩეხეთის გავნითარების სააგენტოსგან
13/04/2018
13/04/2018
მულტი სენსორული ოთახი ჰოსპისს ჩეხეთის გავნითარების სააგენტოსგან

12 აპრილს, "ციცინათელების ქვეყანაში" მულტი-სენსორული ოთახი - SNOZELEN MSE'' გაიხსნა. გახსნას ესწრებოდნენ ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი ბატონი ტომაშ პერნიცკი, ორგანიზაცია ჩეხეთის ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის წარმომადგენლები, ჰოსპისის თანმაშრომლები და სხვა მოწვეული სტუმრები. 

ჰოსპისში მულტი-სენსორული ოთახის ფუნქციონირების მიზანია ბავშვვების დამშვიდება, რელაქსაცია, ზოგ შემთხვევაში სტიმულაცია და გააქტიურება; მისი მიზანია ასევე სხვადასხვა უნარების განვითარება პაციენტებისთვის, რომლებსაც აუტიზმი,დემენცია და სხვადასხვა ნევროლოგიური დაავადებები აქვთ. ოთახში არსებულ აღჭურვილობებს, წარმატებით იყენებენ ქიმიო-თერაპიის შემდეგაც, რათა მოხდეს ბავშვის ემოციური მხარდაჭერა.
ოთახის ოფიციალურ გახსნამდე, პოსპისის თანამშრომლებს ჩაუტარდათ ოთხ დღიანი ინტენსიური ტრენინგი, რომელსაც უძღვებოდა ჩეხეთიდან მოწვეული,სერტიფიცირებული ტრენერი რენატა ფილატოვა. 4 დღის განმავლობაში მსმენელმა შეისწავლეს ოთახის აღჭურვილობის მოხმარება, თუ როგორ უნდა მოხდეს მულტი-სენსორული გარემოს ფუნქციონირება და როგორ უნდა განხორციელდეს ეფექტურად არსებული სერვისები.
პროექტს ახორციელებს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მიზანია საქართველოში ბავშვთა ხანგრძლივი მოვლის და პალიატიური მზრუნველობის სერვისების განვითარება .