საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და საქართველოს ეროვნული ნაკრების დონაცია ბავშვთა ჰოსპისს
28 თებერვალს, ბავშვთა ჰოსპისს საქველმოქმედო მიზნით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და წარმომადგენლები ეწვივნენ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და საქართველოს ნაკრების ინიციატივით, უეფას ერთა ლიგის გათამაშებაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ჯგუფური ეტაპის პირველობისათვის მიღებული თანხა, 100 000 ლარი "ციცინათელების ქვეყანას" გადასცეს, რომელიც სრულად მოხმარდება ბავშვთა ჰოსპისს და მის თითოეულ ბენეფიციარს.