13 იანვარს, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრში ბავშვთა ჰოსპისის "ციცინათელების ქყვეყანას" მხარდასაჭერი საქველმოქმედო კონცერტი "ბავშვები ბავშვებისთვის" გაიმართა.
ღონისძიებაში "ცეკვის აკადემია სუხიშვილები" და "ანა ბანა" მონაწილეობდნენ.
"ციცინათელების ქვეყნის" ბავშვების მხარდასაჭერი საქველმოქმედო კონცერტის ჩატარების იდეის ავტორი და ორანიზატორი "ახალი სკოლის" მე-10 კლასის მოსწავლე ნისა ჯორჯიკიაა.
საქველმოქმედო ღონისძიებიდან შემოსული თანხა მოხმარდება ბავშვთა ჰოსპისის როგორც 24 საათიან სტაციონარს ასვე შინ ზრუნვის სამსახურს.