დღეს ისრაელის ელჩი რან გიდორი ბავშვთა ჰოსპისს "ციცინათელების ქვეყანას" ეწვია. დირექტორმა, მამუკა მახათაძემ და გამგეობის წევრმა ნინო კიკნაძემ ელჩს ჰოსპისის მისია და ფუნქციები გააცნეს. ისრაელის საელჩო და მაშავი (MASHAV - Israel's Internationale Development Agency) აქტიურად თანამშრომლობენ ქართველ პარტნიორებთან განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების მკურნალობის მიმართულებით და მომავალშიც გააგრძელებენ ასეთი მნიშვნელოვანი აქტივობებისა და პროექტების მხარდაჭერას.