დონაცია
საგანმანათლებლო სერვისები პალიატიური მზრუნველობის მქონე ბავშვებისთვის
12/10/2020
12/10/2020
საგანმანათლებლო სერვისები პალიატიური მზრუნველობის მქონე ბავშვებისთვის

2020 წლის 1 ოქტომბრიდან, საქართველოს ღია საზოგადოების ფონდთან თანამშრომლობით და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით, პალიატიური მზრუნველობის საჭიროების მქონე ბავშვებისთვის საგანმანათლებლო სერვისების მიწოდება დაიწყო.

პირველი გაკვეთილები ბავშვთა ჰოსპის „ციცინათელების ქვეყანაში" დაიწყო, სადაც ქალაქ თბილისის №198 საჯარო სკოლის სპეციალური განათლების პედაგოგები, ბავშვებს და მოზარდებს საგანმანათლებლო სერვისებს აწვდიან.

პროექტის მიზანია პალიატიური მზრუნველობის საჭიროების ბავშვებისთვის მოხდეს განათლების ხელმისაწვდომობის ხელშეყობა და საგანმანათლებლო სერვისების მიწოდება.

იმისთვის, რომ არცერთი ბავშვი არ დარჩეს განათლების მიღმა, სისტემატიური სერვისების დახმარებით და მრავალფეროვანი განთვირთვის,სპეციალური გაკვეთილების საშუალებით მოხდება განათლების ხელშეწყობა. სწავლებას ახორციელებს სპეციალურად შერჩეული სპეციალისტების გუნდი (ფსიქოლოგი, მუსიკის თერაპევტი, თამაშისთერაპევტი, ართტ-თერაპევტი და ქცევის ტერაპევტი) როგორც ჯგუფურად, ასევე ინდივიდუალური გეგმის მიხედვით, ბავშვის საჭიროებიდან გამომდინარე.

პალიატიური ბავშვებისთვის საგანამნათლებლო მომსახურებას სწავლების გარდა, დამატებითი ეფექტი უნდა ჰქონდეს,რისთვისაც გაკვეთილები აწყობილი იქნება თამაშების თერაპიაზე სხვადასხვა სათამაშოების და თოჯინების გამოყენებით, რომელიც ბუნებრივი თვითგამოხატვის, ემოციების გაზიარების პროცესია; ასევე არტთერაპიაზე - ხატვის, ძერწვისა და აპლიკაციების ტექნიკის გამოყენებით და დრამატული იმპროვიზაციით,რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ფანტაზიის განვითარებას და დამშვიდებას.

მუსიკის თერაპიას ასევე წამყვანი როლი დაეთმობა, რომელიც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს დადებითი ემოციების წინ წამოწევას და ემოციების მართვას.