"ევექსის კლინიკებმა' საახალწლო საქველმოქმედო ღონისძიება ბავშვებს მიუძღვნეს, საიდანაც გარკვეული თანხა ბავშვთა ჰოსპისმა "ციცინათელების ქვეყანამაც" მიიღო. მთელი წლის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით ევექსის კლინიკების თანამშრომლები საჩუქრებს აგროვებდნენ, რომლებიც შშმ და მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს დაურიგდათ. ღონისძიების ფარგლებში აუქციონიც გაიმართა, სადაც შემოსული თანხა ასევე სხვადასხვა საჭიროების მქონე ბავშვებს გაუნაწილდათ.