6 აპრილს ბავშვთა ჰოსპისს "ჰაიდელბერგცემენტის" თანმშრომლები და მისი ბიზნეს პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესტუმრნენ. სტუმრებმა დაათვალიერეს ჰოსპისის შენობა, მოინახულეს პაციენტები და დახმარება გაუწიეს ბავშვებს. 2016 წლის ოქტომბერში, ჰაიდელბერგცემენტის მიერ ორგანიზებული თბილისიმარათონი ბავშვთა ჰოსპისს მიეძღვნა. შემოსული თანხა - 43.000 ლარი მშენებლობას და შიდა ინტერიერის დიზაინს მოხმარდა. მშენებლობის პროცესში "ჰაიდელბერგცემენტი” ჩვენს "ციცინათელების ქვეყანას” სამშენებლო მასალითაც დაეხმარა.