12 აპრილს, კონსერვატორიის სამუსიკო სემინარიამ და ააიპ "ჩვენი სკოლას" მოსწავლეებმა სააღდგომო საქველმოქმედო ბაზრობა მოაწყეს, სადაც გასაყიდად წარმოდგენილ იქნა სკოლის მოსწავლეების მიერ დამზადებული ნივთები! საქველმოქმედო ბაზრობა ბავშვებმა მუსიკალურადაც გააფორმეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ მშობლები, პედაგოგები, სკოლის მოსწავლეები და მათი მეგობრები. შეგროვილი თანხა, 1860.67 ლარი, ბავშვთა ჰოსპისს, "ციცინათელების ქვეყანას" ჩაერიცხა.