დონაცია
ავსტრალიის რაგბის ნაკრები ისევ ბავშვთა ჰოსპისის სტუმარია
15/06/2017
15/06/2017
ავსტრალიის რაგბის ნაკრები ისევ ბავშვთა ჰოსპისის სტუმარია

დღეს „ციცინათელების ქვეყანა" კიდევ ერთხელ მოინახულა ავტრალიის რაგბის ნაკრების სრულმა შემადგენლობამ.მათ კიდევ ერთხელ დაათვალიერეს  ჰოსპისი და მოინახულეს ჩვენი ბავშვები, რომლებსაც საჩუქრად თანხა 600 ლარის ოდენობით გადასცეს.  

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატიმსოფლიო რაგბისმიერ ორგანიზებულ ტურნირებს შორის მნიშვნელობით მეორე ადგილზეა (მსოფლიო თასის შემდეგ) და ის წელს მეათედ გაიმართება.ტურნირი პირველად 2008 წელს, 19 და 21-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატების გაერთიანებით დაარსდა და თავდაპირველად მასში 16 გუნდი მონაწილეობდა, 2010 წლიდან კი, მონაწილეთა რაოდენობა 12-მდე შემცირდა, რამაც მისი დონე აამაღლა. 2008 წლიდან დაარსდა მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთაალაფაც’, რომელშიც 8 გუნდი იღებს მონაწილეობას და გამარჯვებული 20-წლამდელთა ჩემპიონატში ბოლოადგილოსანი ნაკრების ადგილს იკავებს. 2017 წელს ჩემპიონატს საქართველო მასპინძლობს და თამაშები 31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით თბილისსა და ქუთაისში გაიმართება. ასეთი მასშტაბისა და მნიშვნელობის ტურნირისთვის ჩვენს ქვეყანას აქამდე არასდროს უმასპინძლია. საქართველოში ითამაშებენ: ინგლისი, ირლანდია, ავსტრალია, უელსი, სამხრეთ აფრიკა, ახალი ზელანდია, არგენტინა, საფრანგეთი, შოტლანდია, საქართველო, იტალია და სამოა. 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორის დღეს, ბავშვთა ჰოსპისს "ციცინათელების ქვეყანასავსტრალიის რაგბის ნაკრები, საქართველოს პირველი ლედი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, მომღერალი ნინო ქათამაძე, ჰოსპისის გამგეობის წევრები და ჰოსპისის მეგობრები ესტუმრნენ. მორაგბეებმა ჰოსპისში მოხატეს კედელი, პირველ ლედისთან და სხვა სტუმრებთან ერთად დარგეს ვარდები და ჩვენს ბავშვებთან ერთად გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები. პირველმა ლედიმ ჰოსპისს საქველმოქმედო აუქციონზე შეძენილი ფერწერული ნამუშევარი უსახსოვრა, რომელიც ,,ვეფხისტყაოსნის,, თემატიკაზეა შექმნილი. ჰოსპისის ხელმძღვანელებმა მაკა ჩიჩუასა, გიორგი აბაშიშვილს და გიორგი ჟურულს ჰოსპისის მეგობრის სიმბოლური სიგელები გადასცეს.