დღეს ჰოსპისს ჩვენი გულშემატკივარი ექიმები ეწვივნენ. მარიკა შენგელია და თათა ჯავახაძე - ქალბატონები, რომლებიც არიან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა მშობელთა სახლის შემქნელები; ლალი მარგველაშვილი , გენეტიკოსი, ადამიანი, რომელსაც დიდი როლი აქვს იშვიათ დაავადებებთან ბრძოლაში; სოსოს აბესაძე და რემა ღვამიჩავა - პალიატიური მზრუნველობის სულის ჩამდგმელები, მოზრდილთა ჰოსპისის შემქმნელები და დღეს უკვე, ბატონი რემა ონკოლოგიური საავადმყოფოს ხელმძღვანელი, ფატი ძოწენიძე - ტკივილის გაიდლაინების ავტორი და პალიატიური მზრუნველობის პოლიტიკის დოკუმენტების ავტორი, გურამ კიკნაძე - ადამიანი, რომელმაც შექმნა პაციენტის უფლებების სესახებ კანონმდებლობა და რეგულაციები საქართველოში და ბოლოს ნინო კაციტაძე და მაია უჩანეიშვილი, რომლებსაც დიდი როლი აქვთ ჩვენი შინ ზრუნვის სამსახურის განვითარებაში და ზოგადად, უამრავი ბავშვის გამოჯანმრთელებაში.