1 მარტს ჩვენს ჰოსპისს არაჩვეულებრივი სტუმრები ეწვივნენ. ბოლივუდის მსახიობი ნანდანა სენი და მისი მეუღლე, ჯონ მაკინსონი. ნანდანა გარდა იმისა, რომ მსახიობია, არის არაერთი ზღაპრის ავტორი. სწორედ თავისი ზღაპრები წაუკითხა ჩვენს საყვარელ ბავშვებს და დიდი სიმხიარულე შემოიტანა ჰოსპისში. მასპინძლობა სტუმრებს ჩვენმა პირველმა ლედიმ, მაკა ჩიჩუამ გაუწია, რომელიც ამავე დროს ბავშვების დიდი გულშემატკივარია.