დონაცია
დიახ, მან ეს შეძლო!
09/02/2017
09/02/2017
დიახ, მან ეს შეძლო!

ადრეც მოგიყევით ჩვენი 17 წლის ბრიტანელი მოხალისის - მიშა ტოლჩინსკის შესახებ, რომელიც წელს ზაფხულში, ჩვენს შინ ზრუნვის ოფისს 2 კვირით ეწვია . გარდა იმისა, რომ ადგილზე სხვადასხვა საქმეებში დაგვეხმარა, გადაწყვითა ჰოსპისისთვის თანხების მოძიების კამპანია წამოეწყო, რაც საკმაოდ წარმატებულად გამოუვიდა. მიშამ ჩვენს ჰოსპისს 18 000 აშშ დოლარი შეუგროვა. 11 დეკემბერს ქ. კემბრიჯში, მიშას ორგანიზებით, მან, მისმა არაჩვეულებრივმა პატარა მეგობრებმა და მათმა მშობლებმა, რამდენიმე კილომეტრი ირბინეს, რათა მოეზიდათ თანხები ჩვენი ბავშვთა ჰოსპისსთვის. მიშას მიერ მოგროვილი თანხა მოხმარდება "სამყაროს გამოცდილების" ოთახის აღჭურვას.