დონაცია
თბილისში პირველი ბავშვთა ჰოსპისი გაიხსნა.
18/01/2017
18/01/2017
თბილისში პირველი ბავშვთა ჰოსპისი გაიხსნა.

17 იანვარს ქ. თბილისში პირველი ბავშვთა ჰოსპისი გაიხსნა. "ციცინათელების ქვეყანა" ოჯახური ტიპის პალიატიური მზრუნველობის დაწესებულებაა, სადაც უფასოდ მოემსახურებიან ქრონიკული და უკურნებელი სენით დაავადებულ ბავშვებს და მათ ოჯახებს. 24 საათიანი მომსახურება ერთდროულად 10 ბავშვისა და მშობლისთვის იქნება შესაძლებელი, იფუნქციონირებს დღის ცენტრი, სადაც ბავშვები და მათი მშობლები დილიდან საღამომდე დაყოვნდებიან, მუშაობას გააგრძელებს უკვე არსებული შინ ზრუნვის სამსახური, რომელსაც ამჟამად 26 პაციენტი ჰყავს.ბავშვთა ჰოსპისისის მშენებლობა 2016 წლის თებერვალში ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს" ინიციატივით, "სამედიცინო კორპორაცია ევექსის" პირველი ფინანსური შენატანით და საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დახმარებით დაიწყო. მას შემდეგ, ჰოსპისს ასობით დონორი გამოუჩნდა რიგითი მოქალაქეების და ბიზნესკომპანიების სახით. ერთი წლის მანძილზე ჰოსპისის მშენელობისთვის 1 მილიონ ლარზე მეტი შეგროვდა. ბავშვთა ჰოსპისის პროექტი მოქალაქეების, ბიზნესის, ჟურნალისტების, არასამთავრობო სექტორის და პრეზიდენტის თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია.თბილისის ბავშვთა ჰოსპისი საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით შეიქმნა და ის სრულიად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტს მომსახურე პერსონალის კვალიფიკაციის, არქიტექტურული დაგეგმარების, სამეციდინო მიდგომის, ინტერიერის და საწოლების რაოდენობის მიხედვით. საქართველოს ჰოსპისის კონცეფცია არჩილ სულაკაურის „სალამურას თავგადასავალის" მიხედვით შემუშავდა. სწორედ ამ კონცეფციის ნაწილია ჰოსპისის სახელწოდება და გარემო, რომელიც ზღაპრულ სამყაროს მოგაგონებთ.