18 დეკემბერს, "ქართული სასწავლებლის" მე-6 კლასელებმა, ბავშვთა ჰოსპისისთვის მაფინები გამოაცხეს და საქველმოქმედო გაყიდვა მოაწყვეს. ჰოსპისის შესახებ მათ მასწავლებელმა, ლენკა იაშვილმა უამბო და ბავშვებმაც არ დააყოვნეს, მოიმარაგეს საჭირო ინგრედიენტები და ცხობას შეუდგნენ. შემოსული 100 ლარი ჰოსპისს ჩაურიცხეს.