მწვერვალი „პიკის“ დაპყრობა ბავშვთა ჰოსპისის დასახმარებლად და ბავშვთა ჰოსპისის ნოემბრის თვის მეგობარი
ა.წ 10 ნოემბერს, ჩვენმა მოხალისე კრისტინა სმოლსკაიამ და მისმა მეგობარმა სებასტიანმა მწვერვალი „პიკი" დაიპყრეს, რომლის სიმაღლეც შეადგენს 6200 მეტრს და ჩვენი ჰოსპისის დროშაც გაშალეს. კრისტინა თითქმის ნახევარი წელია ჩვენი შინ ზრუნვის სამსახურის მოხალისეა და ჩვენს გუნდს ბინაზე ბავშვებთან დაყვება, სადაც მათ სხვადასხვა სახის დახმარებას უწევს.გარდა ფიზიკური დახმარებისა, მან გადაწყვიტა შეაგროვოს ფული 3500 აშშ დოლარის ოდენობით და ჰოსპისს ჟანგბადის კონცენტრატორები უყიდოს. კონცენტრატორები გამოიყენება გულისა და ფილტვების სხვადასხვა დაავადებების დროს ჟანგბადთერაპიის ჩასატარებლად. ის არეგულირებს გულის რიტმს, უმაღლებს პაციენტს მდგრადობას ფიზიკური დატვირთვისთვის და ასევე დადებით გავლენას ახდენს ფსიქოემოციურ ფონზე და მძიმედ დაავადებულ ბავშვთა ზოგად ჯანმრთელობაზე. დიდ მადლობას ვუხდით კრისტინას და სებასტიანს და იმედს ვიტოვებთ, რომ მათთნაირი მოხალისეები კიდევ ეყოლება ჰოსპისს. სწორედ კრისტინა გახდა გამარჯვებული ნოემბრის თვის კონკურსის - „ბავშვთა ჰოსპისის მეგობარი"