26 ივნისს, კვირას, 14:00-19:00 საათზე, ლონდონში (მისამართი:122 Boundary Road, NW8 0RH) ბრიტანულ-ქართული საზოგადოებამ ბავშვთა ჰოსპისის მხარდასაჭერად საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა მოაწყო, რომელსაც ლონდონში, ქართულმა რესტორანმა „თამადამ" უმასპინძლა. გამოფენა-გაყიდვაზე შეგროვილი თანხის ნაწილით ბავშვთა ჰოსპისის გარდა ძეგვის ბავშვთა სახლსაც მოხმარდება. დიდი მადლობა ბრიტანულ ქართულ-საზოგადოებას, რესტორან "თამადას”, თამარა ლორთქიფანიძეს, ნათია აბრამიას და ყველა იმ ადამიანს, ვინც ორგანიზება გაუკეთა და მონაწილეობა მიიღო ლონდონში, ბავშვთა ჰოსპისისთვის გამართულ ღონისძიებაში.