კომპანია „ჰაიდელბერგცემენტი" წელს უკვე მეხუთედ გეგმავს სოციალური პროექტის „თბილისიმარათონის" ჩატარებას. აღნიშნული სოციალური პროექტი ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდასა და ქველმოქმედებას ემსახურება. „თბილისიმარათონი" გერმანიის საელჩოს, თბილისის მერიისა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პატრონაჟით ტარდება. მონაწილეთა შორის არიან უცხოელი სტუმრები 30-ზე მეტი ქვეყნიდან, დიპლომატიური კორპუსი, ასევე სამთავრობო და ბიზნეს სექტორი. „თბილისიმარათონის" რეგისტრაციიდან შემოსული თანხა კომპანია „ჰაიდელბერგცემენტის" მიერ გაორმაგდება და ჩვენს ბავშვთა ჰოსპისს მშენებლობას მოხმარდება. 2016 წლის „თბილისიმარათონის" რეგისტრაცია გახსნილია. დარეგისტრირდით: www.tbilisimarathon.ge