ა.წ 17 მაისს, საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა და ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველოს წარმომადგენლი" ნინო კიკნაძე ბუნდესტაგის დეპუტატ თომას ფეისტს შეხვდნენ. დოქტორი ფეისტი ლაიფციგის ჰოსპისს დაარსების დღიდან კურირებს და ეხმარება, როგორც ბუნდესტაგის ჯანდაცვის კომიტეტის წევრი. ვიზიტის მიზანს გერმანული გამოცდილების გაზიარება და მისი საქართველოში დანერგვა წარმოადგენს. დოქტორ ფეისტმა დიდი სურვილი გამოთქვა სამომავლო თანამშრომლობის საქართველოს ჰოსპისთან.