დონაცია
პირველი ლედის ვიზიტი გერმანიის ბავშვთა ჰოსპისში
16/05/2016
16/05/2016
პირველი ლედის ვიზიტი გერმანიის ბავშვთა ჰოსპისში

დღეს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა და ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველოს" წარმომადგენელი ნინო კიკნაძე გერმანიაში, ბერლინის ბავშვთა ჰოსპისს "მზიურ ბაღს" ესტუმრნენ. ვიზიტის მიზანს წარმოადგენს გამოცდილების გაზიარება და მისი საქართველოში დანერგვა. თბილისში ბავშვთა ჰოსპისის გახსნა 2016 წლის შემოდგომაზე, ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველოს", საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის და სამედიცინო კორპორაცია "ევექსის" მხარდაჭერით იგეგმება. მადლობას ვუხდით საქართველოს საელჩოს გერმანიაში და განსაკუთრებული მადლობა დუდანა მაზმანიშვილს