ეს არის კომპანია, რომელსაც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა აქვს, რომლის თანამშრომლებიც გარდა ჩვენი სახლების და ოფისების გალამაზებისა ზრუნავენ ბავშვებზე და მათ კეთილდღეობაზე. ამ კომპანიამ ბავშვთა ჰოსპისს აჩუქა მაღალი ხარისხის კარ-ფანჯარა, ტენტები და ფარდა-ჟალუზები. გვიხარია, რომ ჰოსპისის შექმნაში, არასამთავრობო სექტორთან ერთად მონაწილეობას იღებენ მოქალაქეები, ბიზნესი და საქართველოს პრეზიდენტი. ვულოცავთ კომპანია "დიოს" 20 წლის იუბილეს და ვუსურვებთ ყოველთვის ჰქონოდეთ სხვების დახმარების შესაძლებლობა!!!