დონაცია
ისრაელის საელჩოს დახმარება ბავშვთა ჰოსპისს
30/01/2020
30/01/2020
ისრაელის საელჩოს დახმარება ბავშვთა ჰოსპისს

დღეს ხანუქას ბოლო, მერვე სანთელი, ისრაელის ელჩთან - რან გიდორთან ერთად, ბავშვთა ჰოსპისი ციცინათელების ქვეყანაში" ავანთეთ.

საელჩომ „ციცინათელების ქვეყანას" საჩუქრად გარკვეული აღჭურვილობა გადასცა და ფულადი თანხით გაუწია დახმარება.

ვიმედოვნებთ, რომ ხანუქას სინათლე სიხარულის მომტანი იქნება ბავშვებისთვის და მათი ოჯახებისთვის. განსაკუთრებული მადლობა ჰოსპისის დირექტორს, ბ-ნ მამუკა მახათაძეს და მის გუნდს ასეთი საპატიო პარტნიორობისთვის" - აღნიშნა ისრაელის ელჩმა რან გიდორმა.